სიახლეები

ცხინვალმა გორში მოიგო

გაუზიარე

სანამ საქართველოს ჩემპიონატში სანაკრებო პაუზაა, კლუბები ფორმის შენარჩუნებას ამხანაგური შეხვედრებით ცდილობენ. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს მოწინავეთა შორის მყოფი გუნდები, ადგილობრივი დილა და ცხინვალი დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, ორივე კართან არაერთი საგოლე მომენტი შეიქმნა, მაყურებელმა მხოლოდ ერთი გოლი იხილა. ცხინვალის ნახევარმცველის, რატი ცაცკრიალაშვილის ამ გოლმა გამარჯვება სტუმრებს არგუნა. შეგახსენებთ, მართალია, ცხინვალმა ჩემპიონატის ბოლო ორი მატჩი წააგო (ტორპედოსთან 0:2, ბათუმთან 0:1), მაგრამ გუნდი კვლავ მე-5 ადგილზეა და მომდევნო ტურში ზუგდიდში გამარჯვების შემთხვევაში სამეულში მოხვედრის შანს შეინარჩუნებს. ამასთან, კახა კაჭარავს ფეხბურთელები თასის ნახევარფინალში არიან გასულები, სადაც ორრაუნდიანი ბრძოლა ელით თბილისის დინამოსთან.

დილა კი მესამე პოზიციაზეა, თუმცა ლიდერთა დუეტს, თბილისისა და ბათუმის დინამოელებს მხოლოდ ქულით ჩამარჩება. ჩემპიონატის განახლების შემდეგ კი დილა არათუ მხოლოდ ტურის, არამედ, შესაძლოა, მთელი მეორე წრის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისის დინამოს ესტუმრება.

პაატა ძნელაძე