სიახლეები

ბრძოლა პლეი ოფისთვის: ორი საგზური და ბევრი პრეტენდენტი

გაუზიარე

საქართველოს ახალგაზრდულ და 19-წლამდელთა ნაკრებებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სიმრავლის გამო, ფეხბურთის ფედერაციამ საბურთალოსა და ლოკომოტივს მატჩები გადაუდო, რაც სრულიად მართებული გადაწყვეტილება იყო. თუკი საბურთალოს უმაღლეს ლიგამდე აღარაფერი აშორებს და საგზურს სულ მალე გაიფორმებს, ლოკომოტივს პლეი ოფში მოსახვედრადაც კი დიდი ბრძოლები ელის.
ტურის ცენტრალური მატჩი ბორჯომში გაიმართა, სადაც სამცხელებმა საბურთალოს მსგავს კომფორტულ მდგომარეობაში მყოფ საპოვნელას უმასპინძლეს. მარცხი თერჯოლელებს ბევრს ვერაფერს დააკლებდა, ბორჯომს კი მეორე პოზიციას განუმტკიცებდა, მაგრამ სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ფეარ ფლეის პრინციპები ბოლომდე დაიცვეს და უაღრესად მოტივირებულ მასპინძლებს ერთობ სასურველი გამარჯვების გოლის გატანის საშუალება არ მისცეს.
ბორჯომის დანაკარგით კარგად ისარგებლა ბეთლემმა. ქედელებმა დაძაბულ დაპირისპირებაში ტყიბულელებს აჯობეს და ბორჯომელებამდე სამი ქულაღა აშორებთ. სტაბილურად ვერაფრით ათამაშდა და მორიგი ქულები დაკარგა გაგრამ, რომელიც სეზონის დაწყებამდე უმაღლეს ლიგაში აღზევების რეალურ პრეტენდენტად მიიჩნეოდა. საქართველოს თასის გათამაშების 2011 წლის გამარჯვებულს ჯერ კიდევ შერჩა საპლეიოფო შანსები, მაგრამ ფავორიტს უკვე ვეღარაფრით ვუწოდებთ.
ა ჯგუფში კი, სანამ ლოკომოტივი ისვენებდა, მნიშვნელოვანი გამარჯვებები იზეიმეს მისმა კონკურენტებმა. კონკურენტი კი ვასილ მაისურაძისა და გიორგი დევდარიანის გაწვრთნილებს ერთბაშად სამი ჰყავთ. სადღეისოდ, მათგან საუკეთესო პოზიცია ზუგდიდის ლაზიკას უკავია, თუმცა ჭიათურა და წყალტუბოს სამგურალიც იქვე არიან.

ლევან ჯანეზაშვილი


ა ჯგუფი

28 მარტი. ხარაგაული. "სოსო აბაშიძე". 200 მაყურებელი
ჩხერიმელა-ადელი2:0
1:0 თ. სანიკიძე (18), 2:0 გოდერიძე (74)
ჩხერიმელა: გ. სანიკიძე (კოღუაშვილი 84), ლომსაძე, ლურსმანაშვილი, გ. მეტრეველი, თ. კიკნაძე, თ. სანიკიძე, გოდერიძე, ჟღენტი (დ. წულაია 46), ჩაჩიბაია, ბარბაქაძე (ბ. ჩხეტიანი 61), მამუდოვი (მონიავა 80)
სათადარიგოები: ოკრიბელაშვილი, ხვედელიძე, ჯანგიძე
მწვრთნელი: გიორგი შავგულიძე
ადელი: ს. ცაბუტაშვილი, ფუტკარაძე (ესებუა 51), მამულაძე, ივანიაძე, გ. ცაბუტაშვილი, ჩხიკვიშვილი. თ. ჩადუნელი, ჟორდანია, ქოქოლაძე, სიმონოვი, სოლოვიოვი
სათადარიგოები: მიქელაძე, რომანაძე, თ. მჟავანაძე, ზ. მჟავანაძე
მწვრთნელი: ომარ ნაგერვაძე
გაფრთხილება: ჟორდანია (86)
მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

28 მარტი. ზუგდიდი. ბაიას ბაზა
ლაზიკა-ჭიათურა 1:0
1:0 ხუხია (67)
ლაზიკა: ჯომიდავა, ხუხია, ჭითანავა (ბერიშვილი 90), ხოხონიშვილი, დემიანოსი, ნ. შონია (გვასალია 77), გ. ქარდავა, გაგუნი, ჭკადუა (პაჭკორია 87), ბაგაშვილი (სორდია 74), გოგატიშვილი (გვაზავა 82)
სათადარიგო: ცენტერაძე
მწვრთნელი: გიორგი თურმანიძე
ჭიათურა: ბადურაშვილი, ლ. ცუცქირიძე, გაფრინდაშვილი, ხარბედია, ქამუშაძე (ბაბლიძე 64), ნიჟარაძე, გ. ცუცქირიძე, გ. ნოზაძე (ბაირამოვი 90), სამყურაშვილი, ჩუბინიძე (კუჭაშვილი 76), თ. ნადირაძე
სათადარიგოები: ი. ცერცვაძე, დევიძე, ზ. ჯაფარიძე
მწვრთნელი: გივი ჩინჩალაძე
გაფრთხილება: დემიანოსი (30)
მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი

28 მარტი. ქუთაისი. ტორპედოს ბაზა. 100 მაყურებელი
სამგურალი-სტუ 2:0
1:0 ნ. შალამბერიძე (30. პენ.), 2:0 ლ. ყიფიანი (90)
სამგურალი: ი. კუჭუხიძე, ნ. ხარაბაძე, საღინაძე (გ. თვალავაძე 86), ნ. შალამბერიძე, თ. ჯანაშია, ხვადაგიანი, ზ. კუხალაშვილი, თევდორაძე (გ. ლობჟანიძე 90), ბრეგვაძე (ლ. ყიფიანი 46), ვ. ფანცხავა (ნაცვლიშვილი 64), ა. ფანცხავა (ბ. კაკუშაძე 65)
სათადარიგოები: ბიბილაშვილი, ბ. ფანცხავა
მწვრთნელი: გიორგი გოგიაშვილი
სტუ: მამფორია, ლ. თვალავაძე, პატარქალიშვილი, თურმანიძე, ჯ. ნოზაძე, ტუხაშვილი, ლ. მაჭავარიანი, უდუმაშვილი (შინჯიკაშვილი 86), ავსაჯანიშვილი (გ. კუხალაშვილი 64), ვ. რობაქიძე, შენგელიძე (ივანაშვილი 64)
სათადარიგოები: ა. უგულავა, შერმადინი, ჯაჭვაძე
მწვრთნელი: გოჩა ჟორჟოლიანი
გაფრთხილება: უდუმაშვილი (30), ლ. თვალავაძე (33), ნ. შალამბერიძე (42), ზ. კუხალაშვილი (67), ივანაშვილი (70)
მსაჯი: ზვიად ტუღუში

ლოკომოტივი-მაჭახელა გადაიდო

საბურთალო-სასკო გადაიდო

1. საბურთალო 25 21 3 1 72-14 66
2. ლაზიკა 26 13 6 7 44-27 45
3. ლოკომოტივი 25 13 4 8 51-33 43
4. ჭიათურა 25 13 2 10 39-29 41
5. სამგურალი 26 12 3 11 55-41 39
6. სასკო 24 8 7 9 40-39 31
7. სტუ 26 9 2 15 37-69 29
8. მაჭახელა 25 8 3 14 32-46 27
9. ჩხერიმელა 26 8 2 16 19-54 26
10. ადელი 26 4 4 18 27-64 16

ბომბარდირები
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 26
გოშთელიანი (საბურთალო) 24
ხარაიშვილი (საბურთალო) 15
თევდორაძე (სამგურალი) 13
ბაგაშვილი (ლაზიკა) 12

2 აპრილი
სტუ-საბურთალო
ჩხერიმელა-ჭიათურა
სასკო-ლაზიკა
მაჭახელა-სამგურალი
ადელი-ლოკომოტივი


ბ ჯგუფი

28 მარტი. წალენჯიხა. "საშა კვარაცხელია". 700 მაყურებელი
სქური-კოლხეთი (ხ)2:0
1:0 გვეტაძე (13), 2:0 ბაკარანძე (44)
სქური: ნონოსი, გვეტაძე (ბ. სვანიძე 75), ცხვიტარია, ნ. შელია (გენძეხაძე 90), გ. შელია, მორგოშია (სალია 46), ს. ფიფია (სოსელია 46), თიბილაშვილი (რაფავა 55), კრასოვსკი, ბაკარანძე, მებონია
სათადარიგოები: ყურუა, ბ. კვარაცხელია
მწვრთნელი: აკაკი კუპრეიშვილი
კოლხეთი (ხ): ჭურღულია, გ. გოგენია, ლ. გოგენია, ჭანტურიძე, ლოლუა, ბუკია (თევზაძე 53), გაბრავა (რუხაია 87), მეფიშვილი, ქაშიბაძე (ვართაგავა 46), გერგაია, ბაკურაძე
სათადარიგოები: ხაინდრავა, ფირცხელავა, სახეიშვილი, ლატარია
მწვრთნელი: გია გურული
მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

28 მარტი. მუხრანი. ცენტრალური. 150 მაყურებელი
გაგრა-მერცხალი 1:1
0:1 კვერენჩხილაძე (65), 1:1 ფირცხალაიშვილი (78)
გაგრა: გ. შენგელია, ფირცხალაიშვილი, გივი კიკნაძე, ბიწკინაშვილი, გზირიშვილი (ბ. ქავთარაძე 27; ბარამიძე 45), კოკოზაშვილი, შეწირული (გუჯაბიძე 74), ინჯიბაშვილი, კვიჟინაძე, ლ. ასათიანი, ცოცხალაშვილი
სათადარიგოები: გ. ჩაფიძე, გაბესკირია, ლეთოდიანი, ზანდარაშვილი
მწვრთნელი: მამუკა რუსია
მერცხალი: მურუსიძე, ბაქრაძე (ხამაშურიძე 61), აფხაზავა, ვ. უგრეხელიძე (ჯოჯიშვილი 86), ნ. ჭკუასელი, ათუაშვილი (ქარჩილაძე 46), ჩიგოგიძე, მალაზონია, ხაჭიპერაძე, ჯაყელი (მელაშვილი 73), კვერენჩხილაძე
მწვრთნელი: ხვიჩა ქასრაშვილი
გაფრთხილება: შეწირული (3), ათუაშვილი (45), აფხაზავა (60), ქარჩილაძე (72)
მსაჯი: აბდულა ბასლეჰლო

28 მარტი. ბორჯომი."ჯემალ ზეინკლიშვილი". 500 მაყურებელი
ბორჯომი-საპოვნელა 0:0
ბორჯომი: გაბიჩვაძე, ე. საჯაია, ვეკუა, ჩხარტიშვლი, ხითარიშვილი, ჯოჯუა, ლ. კვარაცხელია, გ. ლობჟანიძე, ბ. მუმლაძე (ფირცხალავა 38), როსტიაშვილი (ქობესაშვილი 80), ღირდალაძე
სათადარიგოები: როსტობაია, შაყულაშვილი, მ. შერგელაშვილი
მწვრთნელი: კობა თედიაშვილი
საპოვნელა: გიორგაძე, ზ. ენდელაძე, ჯიმშელეიშვილი, ბუცხრიკიძე, შუღლაძე, ცქიფურიშვილი, მურადაშვილი, მაკარიძე, ზაქრაძე (ჩხიკვაძე 68), გ. ტყეშელაშვილი, ბუხაიძე
სათადარიგოები: ლაბაძე, შაველაშვილი, კეკელიძე, აბულაძე
მწვრთნელი: მირიან გეწაძე
გაფრთხილება: მაკარიძე (20), ლობჟანიძე (51), ტყეშელაშვილი (62), ხითარიშვილი (73), ჯოჯუა (81), საჯაია (86), ჩხარტიშვილი (89)
მსაჯი: პაპუნა მაჭარაძე


ბეთლემი-მეშახტე 2:1

დინამო 2-ალგეთი 0:3 (ტექნიკური)


1. საპოვნელა 26 17 7 2 45-17 58
2. ბორჯომი 26 12 5 9 28-27 41
3. ბეთლემი 26 11 6 9 37-35 39
4. გაგრა 26 11 3 12 46-35 36
5. კოლხეთი (ხ) 26 9 7 10 33-32 34
6. დინამო 2 26 9 6 11 42-38 33
7. მეშახტე 26 10 3 13 37-41 33
8. ალგეთი 26 8 7 11 34-35 31
9. მერცხალი 26 7 8 11 32-57 29
10. სქური 26 5 10 11 25-42 25

ბომბარდირები
დარჩიძე (ბეთლემი) 12
ბუხაიძე (საპოვნელა) 10
გოგატიშვილი (გაგრა) 10
ლაბაძე (საპოვნელა) 10
რაფავა (სქური) 10

2 აპრილი
მეშახტე-ბორჯომი
მერცხალი-ბეთლემი
კოლხეთი (ხ)-გაგრა
ალგეთი-სქური


მეორე ლიგა


ცენტრი

მეტალურგი 2-არაგვი 5:1
მარკ სტარსი-დურუჯი 3:1
ლიახვი (აჩ)-ჰერეთი 0:1
35-ე სკოლა-ლიახვი (ცხ) 0:3
ივერია-ალაზანი 0:2
აბული-ალგეთი XXI 8:0
აბული-ალაზანი 0:1

1. ლიახვი (ცხ) 16 15 1 0 57-8 46
2. მეტალურგი 2 16 14 0 2 75-20 42
3. ალაზანი 17 13 2 2 43-14 41
4. არაგვი 16 11 0 5 39-17 33
5. მარკ სტარსი 16 9 1 6 34-23 28
6. ლიახვი (აჩ) 15 9 0 6 44-19 27
7. ჰერეთი 16 6 1 9 13-34 19
8. ივერია 15 5 1 9 21-40 16
9. აბული 14 4 3 7 23-30 15
10. კახეთი 14 4 2 8 14-32 14
11. ალგეთი XXI 15 4 2 9 8-30 14
12. 35-ე სკოლა 16 4 1 11 25-50 13
13. დურუჯი 16 3 2 11 25-49 11
14. სამეფო 14 3 1 10 21-53 10
15. ივერიონი 14 1 3 10 12-35 6


დასავლეთი

მერცხალი 2-სულორი 0:4
საპოვნელა 2-ლაზიკა 2 1:1
კოლხეთი (ხ) 2-სამეგრელო 2:1
საირმე-მართვე 2:1
სამგურალი 2-მარგვეთი 2:0
ბახმარო-ეგრისი 2:1
სამეგრელო-რაჭა 1:2
იმერეთი-ბახმარო 3:0
ეგრისი-საირმე 2:4

1. იმერეთი 18 16 1 1 54-9 49
2. სულორი 16 13 2 1 47-7 41
3. სამეგრელო 18 12 3 3 39-10 39
4. კოლხეთი (ხ) 2 17 11 3 3 36-24 36
5. საირმე 17 11 1 5 29-20 34
6. ბახმარო 18 9 2 7 36-35 29
7. საპოვნელა 2 17 8 2 7 38-35 26
8. მარგვეთი 17 8 1 8 35-27 25
9. ლაზიკა 2 17 6 3 8 38-30 21
10. ეგრისი 18 6 3 9 29-30 21
11. რაჭა 18 6 3 9 28-29 21
12. სამგურალი 2 17 4 1 12 25-48 13
13. მართვე 17 3 1 13 17-52 10
14. მერცხალი 2 17 2 2 13 24-44 8
15. სსს ჭიათურა 16 0 0 16 9-84 0


აღმოსავლეთი

კოლხი-შავნაბადა 2:3
ვიტ ჯორჯია 2-გარდაბანი 4:2
გარეჯი-აფხაზეთი 0:2
ამირანი-ნორჩი დინამო 3:1
მზიური-გაგრა 2 2:0
სართი-იბერია 3:1
აფხაზეთი-სართი 1:4
იბერია-მზიური 7:5
ბახტრიონი-ცხუმი 1:7

1. ცხუმი 17 14 3 0 77-9 45
2. სართი 18 14 0 4 49-19 42
3. იბერია 18 11 3 4 42-28 36
4. ვიტ ჯორჯია 2 17 11 2 4 40-22 35
5. ვოიაჟი 15 10 1 4 38-13 31
6. მზიური 18 8 4 6 45-32 28
7. გაგრა 2 17 7 4 6 45-22 25
8. გარეჯი 17 7 2 8 27-31 23
9. ნორჩი დინამო 17 6 2 9 34-36 20
10. გარდაბანი 16 6 2 8 32-35 20
11. შავნაბადა 17 5 2 10 18-41 17
12. ამირანი 17 5 1 11 26-62 16
13. კოლხი 17 4 2 11 35-54 14
14. აფხაზეთი 18 3 1 14 26-85 10
15. ბახტრიონი 17 2 1 14 14-59 7