სიახლეები

ოქრიაშვილს ბოატენგი დაასვენებს

გაუზიარე

საქართველო - გერმანიის საკვირაო მატჩის შესვენებაზე ჩვენების მწვრთნელ კახა ცხადაძეს კახა მახარაძის გიორგი ჭანტურიათი შეცვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ გასახდელში, მწვრთნელს შეცვლა მოულოდნელად თორნიკე ოქრიაშვილმა სთხოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეროვნული გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ტერფის პრობლემა აქვს, რის გამოც, სავარაუდოდ, ვერც ბელგიის ჩემპიონატში ითამაშებს. ოქრიაშვილისა და ლუკა ზარანდიას გენკი ჩემპიონატის მეორე ეტაპის ფლეი-ოფში მეხელენთან, ბევერენთან და ვარეგემთან ერთად მოხდა, ამათში გამარჯვებული კი ევროპის ლიგის საგზურის მიიღებს. ფლეი-ოფში ოქრიაშვილის გუნდს პირველი მატჩი ხვალ აქვს ვარეგემთან, მაგრამ ჩვენიანი შემტევი ალბათ ვერ ითამაშებს. ჩვენს ბელგიელ კოლეგებს გენკის ექიმმა უთხრა, რომ თორნიკე სანაკრებო მატჩების შემდეგ ტრავმირებული დაბრუნა, ტერფის ტკივილი აქვს და  თუ ვერც ხუთშაბათს ივარჯიშა, პარასკევს მას მწვღთნელი ალექს მაკლიში არ ათამაშებსო.

ადაპტაციის შემდეგ, ოქრიაშვილი, როგორც იქნა მოერგო ახალ კლუბს და სტაბილურადაც ათამაშდა, მაგრამ ახლა, შესაძლოა იძულებით მოუწიოს დასვენება. ოქრიმ ფეხი გერმანელ ჯერომ ბოატენგთან ორთაბრძოლისას დაიშავა. 

ლუკა თალაკვაძე