სიახლეები

ქეცბაია: არც პაოკი, არც კვიპროსი, სხვა გუნდებს განვიხილავ

გაუზიარე

სალონიკის პაოკ-ი რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაიას კანდიდატურას განიხილავს, ამაზე უკვე ვწერდით. პაოკ-ს, რომელიც ამჟამად საბერძნეთის სუპერლიგაში მესამე ადგილზეა, დროებით გეორგიოს გეორგიადისი თავკაცობს. თავად ქეცბაიას კომენტარი კი ასეთია: 

"პაოკ-თან ადრე მქონდა საუბარი, როცა ჯერ კიდევ საქართველოს ნაკრებს ვწვრთნიდი. კლუბის ხელმძღვანელობასთან მქონდა კონტაქტი, მაგრამ საქმე არ გაგრძელებულა. იქიდან მოყოლებული, არც პაოკ-თან და არც საბერძნეთის სხვა რომელიმე კლუბთან მოლაპარაკება არ მქონია". 

ბერძნულ პრესაში დაიწერა, პაოკ-ის პრეზიდენტ ივან სავიდის ქეცბაიასა და ომარ თეთრაძის მოყვანა სურსო, ოღონდ, თეთრაძე – თანაშემწედ. თეთრაძემ განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. ცნობისთვის, ომარი ერთ დროს პაოკ-ში თამაშობდა, დღეს კი, როგორც მწვრთნელი, უმუშევარია. 

ქეცბაიას რაც შეეხება, მან თქვა, რომ ამჟამად ორი ვარიანტი აქვს და მათ შორის არც ბერძნული კლუბია, არც კვიპროსის. 

"ორი უცხოური გუნდიდან მაქვს წინადადება. იყო შემოთავაზება კვიპროსიდან, მაგრამ ამჟამად ეს არ მაინტერესებს". 

ილია ნანობაშვილი