სიახლეები

ანანიძე უკვე ვარჯიშობს

გაუზიარე

მოსკოვის სპარტაკის ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ საქართველოს ნაკრების ბოლო ორივე მატჩი - მალტასთან და გერმანიასთან ტრავმის გამო გამოტოვა, გუშინ კი გუნდში ვარჯიში განაახლა. ჯანოს საზარდულის პრობლემები ჰქონდა. მან საქართველოს ნაკრებთან ერთად მზადება კი დაიწყო, მაგრამ პირველივე ვარჯიში შეწყვიტა და სამკურნალო შეიქნა. ანანიძე ათი დღე ისვენებდა და ახლა კლუბის ექიმების ნებართვით ვარჯიში სრული დატვირთვით განაახლა. სპარტაკს რუსეთის პრემიერლიგის უახლოესი მატჩი კრასნოდარის ყუბანთან ამ უქმეებზე ელის და შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელი ძირითადშიც ვნახოთ.
 
ლუკა თალაკვაძე