სიახლეები

ინტერი ყარაბაღს დაუზავდა

გაუზიარე

აზერბაიჯანის ჩემპიონატის 24-ეტურის ცენტრალურ შეხვედრაში, მეორე ადგილოსანი ბაქოს ინტერი ერთპიროვნულ ლიდერ ყარაბაღს ესტუმრა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე კართან რამდენიმე საგოლე მომენტი შეიქმნა, შეხვედრა საბოლოოდ 0:0 დასრულდა. ინტერის თავკაცმა კახა ცხადაძემ ყარაბაღის ძირითადში სამი ქართველი დააყენა. გიორგი ლომაიამ (გუნდის კაპიტანი) და ლაშა სალუქვაძემ სრულად ითამაშეს, ბაჩანა ცხადაძე კი მატჩის მიწურულს შეცვალეს. კიდევ ერთი ჩვენებური ალეკო ამისულაშვილმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

ყარაბაღი 53 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და ჩემპიონის ბედი ფაქტიურად გადაწყვეტილია. ინტერი კი 44 ქულით მეორე პოზიციაზეა და კახა ცხადაძის გუნდი უთუოდ ამჯერადაც მოიპოვებს ევროპის ლიგის საგზურს.

პაატა ძნელაძე