სიახლეები

უეფას სუპერთასისთვის მოხალისეთა შერჩევა იწყება !

გაუზიარე

მადლობას მოგახსენებთ უეფას სუპერთასის გათამაშებაზე მოხალისეთა პროგრამით დაინტერესებისთვის.

სუპერთასის გათამაშება 11 აგვისტოს გაიმართება, ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის გამარჯვებული გუნდები შეხვდებიან. თბილისის სუპერთასის ისევე, როგორც ნებისმიერი მსგავსი მოვლენის მაღალ დონეზე ჩასატარებლად აუცილებელია მოხალისეების ჩართულობა. 

1-დან 12 აგვისტოს ჩათვლით 200-მდე მოხალისე აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ამ დიდი საფეხბურთო მოვლენის ორგანიზებაში. 

მოხალისეთა შერჩევა, მათ მიერ შევსებული აპლიკაციების მიხედვით და გასაუბრების საფუძველზე მოხდება. დაინტერესებულმა პირებმა შევსებული აპლიკაციები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფორმით (იხილეთ მიბმული ფაილი) შემდეგ ელექტრონულ მისამრთზე: [email protected] . განაცხადების მიღება 06.04.2015-დან 29.05.2015-ის ჩათვლით იწარმოებს. შერჩეული მოხალისეები შესაბამის მომზადებას გაივლიან.

შემოგვიერთდით და გახდით დიდი საფეხბურთო ზეიმის მონაწილე. 

გისურვებთ წარმატებას!

სააპლიკაციო ფორმა