სიახლეები

სალიცენზიო განაცხადების მიღება დასრულდა

ლიცენზირება
გაუზიარე

3 აპრილს დასრულდა საფეხბურთო კლუბებისგან სალიცენზიო დოკუმენტაციის მიღება. 2015-2016წწ. სეზონის სალიცენზიო განაცხადი სულ 17-მა საფეხბურთო კლუბმა წარმოადგინა, მათ შორის, უმაღლესი ლიგის ყველა კლუბმა რუსთავის „მეტალურგის“ გარდა და აგრეთვე პირველლიგელებმა - „საბურთალომ“ და „ლოკომოტივმა“.

მიმდინარე ეტაპზე, დოკუმენტაციას ფედერაციის სპეციალისტები განიხილავენ და შესაბამის დასკვნებს ლიცენზირების კომიტეტს წარუდგენენ, რომელიც აპრილის ბოლოს შეიკრიბება და, მხარეებთან განხილვების შედეგად, მიიღებს გადაწყვეტილებას უეფასა და ეროვნული ლიცენზიების გაცემის შესახებ.

გადაწყვეტილების მიღების სამსაფეხურიანი პროცესი, რომელიც კომიტეტის გადაწყვეტილებების ლიცენზირების აპელაციის ორგანოში და შემდგომ სფფ-ის წესდებით განსაზღვრულ ტრიბუნალში გასაჩივრებას მოიცავს, მაისის ბოლოს დასრულდება და შედეგები ეცნობება უეფას, ასევე სფფ-ის აღმასკომს.