სიახლეები

,,ჩვენი თამაში” უკვე ტელეეთერით!

გაუზიარე

დღეიდან, ,,ჩვენი თამაში” ტელეფორმატს ითავსებს. ორშაბათობით, 22:40 წუთზე უყურეთ ლაშა დვალიშვილის ყოველკვირეულ საავტორო გადაცემას ტელეკომპანია TVS-ის ეთერში. ამას გარდა, ტელეკომპანია TVS-ზე პარასკევობით, იგივე დროს, 22 საათსა და 40 წუთზე შემოგთავაზებთ სუპერთასი 2015-სადმი მიძღვნილ სპეციალურ გადაცემას, რომელშიც მაყურებელი, უკვე ტელეეთერის მეშვეობით ექსკლუზიურად გაეცნობა ამ უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო ღონისძიებისთვის მზადების დეტალებს.

ასე რომ, დღეიდან ,,ჩვენი თამაში” საგაზეთოსთან ერთად სატელევიზიო ფორმატსაც ითავსებს, გაცილებით უფრო მდიდარი და საინტერესო ხდება. ფეხბურთის მოყვარულებს არნახულად საინტერესო და დატვირთული საფეხბურთო ზაფხული ელით და აღნიშნული ტელეპროექტი საშუალებას მოგცემთ, ინფორმირებული იყოთ ყველა მიმდინარე თუ დაგეგმილი მოვლენის შესახებ.