სიახლეები

სრულფასოვანი რევანში

გაუზიარე

ჩიხურა-მერანი 2:0

3 აპრილი. ივანწმინდა. 300 მაყურებელი

1:0 ივანიშვილი, (9)  2:0 დეკანოიძე (71)
   
ჩიხურა: ქვილითაია, ლ. ჭელიძე, ჩიკვაიძე, შ. კაშია (ლუბჩაკი 46), კორიფაძე, განუგრავა, დობროვოლსკი, სარდალიშვილი (ტრაიანოვსკი 84), ივანიშვილი (მანჯგალაძე 65), დეკანოიძე, მუმლაძე

სათადარიგოები: ზარქუა, ბაჯელიძე, კაკაშვილი, იაკობაშვილი

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მერანი: მამალაძე, მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, ფონიავა, ჯღამაია (კუშნირი 65), წურწუმია (ქიქავა19), გეგეჭკორი, ს. ლომია, კიკნაველიძე, დ. ციცხვაია (ფიფია 46)

სათადარიგოები: ბეგაშვილი, ქაჯაია, ი. ციცხვაია, გეგია

მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი

გაფრთხილება: კიკნაველიძე (53), მანჯგალაძე (84)

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

პირველ წრეში მერანმა სამტრედიაში დავით ციცხვაიას ორი გოლით მოუგო ჩიხურას. მაშინ მარტვილელებმა პირწმინდად დაჩაგრეს მეტოქე, ივანწმინდაში კი საჩხერლებმა სრულფასოვანი რევაში აიღეს.
სოსო ფრუიძემ სასტარტო შემადგენლობაში პირველად დააყენა ალექსანდრე ივანიშვილი, რომელმაც მწვრთნელის ნდობა გაამართლა და უდავოდ საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში. ჩიხურა სწორედ ივანიშვილმა დააწინაურა მე-9 წუთზე. მან კარგად მიიღო ბურთი და მამალაძეს დაბალ კუთხეში გაუტანა. გოლის შემდეგ ჩიხურა სრულ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა. 27-ე წუთზე ჩიკვაიძემ მარცხენა ფრთიდან შეუტია და კარშიც დაარტყა, თუმცა კარს მცირედით ააცილა. იმავე ჩიკვაიძის გადაცემის შემდეგ ივანიშვილმა დაარტყა კარში, მაგრამ ბურთი კარს ზემოდან გადაევლო
37-ე წუთზე გეგეჭკორის წაქცევის გამო მერანმა სახიფათო საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვა, მაგრამ კიკნაველიძის დარტყმული კარის ჩარჩოს ასცდა. მალევე ივანიშვილის გონივრული გადაცემის შემდეგ ბესიკ დეკანოიძე ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა სუსტად დაარტყა და მამალაძეს ბურთის აღება არ გასჭირვებია. ტაიმის ბოლო წუთზე ჯღამაიამ დაარტყა თავით ჩიხურას კარისკენ, მაგრამ ბურთმა ძელს ახლოს ჩაუქროლა. მარტვილელთა ამ შეტევისას შოთა კაშიამ მხარი ამოიგდო და საავადმყოფოში გადასაყვანი გახდა.
48-ე წუთზე ივანიშვილმა კარგად დაუგდო ბურთი დასარტყმელად ბესიკ დეკანოიძეს, მაგრამ მან კარს ვერ დაუმიზნა. მერე ივანიშვილმა გამჭოლი გადაცემა გააკეთა საჯარიმოში, თუმცა ბურთს ვერც ერთი საჩხერელი ვერ შესწვდა თორემ გოლი გარდაუვალი იქნებოდა. რამდენიმე წუთით მარტვილელთა სათამაშო უპირატესობა გამოიკვეთა, თუმცა 71-ე წუთზე სტუმრებს კონტრშეტევა გაეპარათ, შეცვლაძე შესულმა სერგეი ლუბჩაკმა გრძელი გადაცემით დეკანოიძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც წინ გამოსულ მამალაძეს ბურთი თავზე გადაუგდო და მატჩის ბედიც გადაწყვიტა - 2:0.
85-წუთზე ტრაიანოვსკის შეეძლო გატანა, მაგრამ სერგი ორბელაძემ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, ერთ წუთში კი კუშნირს შეეძლო ერთი ბურთის გაქვითვა, მაგრამ ქვილითაიას ვერ აჯობა.

ნუკრი ლოლაძე ივანწმინდიდან