სიახლეები

გოგიას ბუნდესლიგის შანსიც აქვს

გაუზიარე

აკაკი გოგიამ გადაწყვეტილება მიიღო: სეზონის ბოლოს ჰალეშერს დატოვებს. ჰალეშერი მესამე ბუნდესლიგის კლუბია და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა, ხოლო გოგია ამ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა. 23 წლის შემტევ ნახევარმცველს სეზონში 10 გოლი მოუგროვდა, მან გასულ ტურშიც გაიტანა მიუნსტერთან 3:0 მოგებულ შეხვედრაში. 

გერმანული პრესა ძალიან აქებს აკაკის, რომელიც ქართულ პასპორტს არ ფლობს, მაგრამ როგორც შევიტყვეთ, არაა გამორიცხული, რომ წლეულსვე მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. 

ჰალეშერის ლიდერს მეორე ბუნდესლიგის კლუბები ეპატიჟებიან და, სხვათა შორის, პირველი ბუნდესლიგის გუნდის ვარიანტმაც გაიჟღერა: ბერლინის ჰერტაზეა საუბარი. ჰერტას ბრაზილიელი შემტევი რონი სამშობლოში ბრუნდება და შესაძლოა, ერთ-ერთი შემცვლელი სწორედ გოგია იყოს. 

ილია ნანობაშვილი