სიახლეები

მარტვილელები დინამოს ელიან, სამტრედია სამეულს უკაკუნებს

გაუზიარე

ეროვნული ფეხბურთი აღდგომის წინა დღესაც გაჩაღდება და ვნახავთ, შეძლებს თუ არა წინა ტურში დაბრუნებული ლიდერობის შენარჩუნებას დინამო თბილისი. გასარკვევი, ცხადია, სხვაც ბევრია.
დინამოს ამოცანა იოლი ნამდვილად არ არის – საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს მარტვილში თამაში ყოველთვის უჭირდა და იქაურ ქომაგებს თბილისელებთან მატჩის შედეგით არაერთხელ გაუხარიათ. ისიც გასახსენებელია, რომ ამ სეზონში დედაქალაქელებმა მეგრულ კლუბს შინ ვერ აჯობეს. დინამოს დიდი ხნით გამოაკლდა კაპიტანი ნიკა ჭანტურია და ამ სააშეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო არც მისი მეწყვილე, ბრაზილიელი რენე ფერეირა ეყოლება. ასე რომ, სტუმრებს დაცვის ცენტრში პრობლემები აქვთ. ყოველივე ამის მიუხედავად, მაინც არ იქნება გასაკვირი, თუ კახა გოგიჩაიშვილის გუნდი `მურთაზ ხურცილავაზე~ სამ ქულას მოიპოვებს, თუმცა შესაძლებელია, სხვაგვარი შედეგიც დაფიქსირდეს.
ბათუმის დინამოს უახლოესი საშინაო მატჩების ჩატარება უმაყურებლოდ მოუწევს, რაც საჩემპიონო რბოლაში ჩაბმულ გუნდს ხელს აშკარად შეუშლის. თანაც, ზღვისპირელებს მეტოქედ ბოლო დროს მომძლავრებული სამტრედია ჰყავთ, რომელსაც სამეულში მოხვედრის შანსი აქვს და ქობულეთში თუ გაიმარჯვა, ბათუმელებს ორი ქულის დისტანციაზე მიუახლოვდება.
სამეულის სხვა ბინადრებთან შედარებით, უფრო მარტივად მოჩანს გორის დილას ამოცანა, რომელიც გასავარდნ ზონაში მყოფ სიონს მასპინძლობს. დილა ფავორიტია, თუმცა სტუმართა შანსების უგულებელყოფა მაინც არ ღირს. მართალია, ბოლნისელები ვერ ბრწყინავენ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეორე წრეში მათ აქტივში თბილისის დინამოს დამარცხებაა.
უმაღლესლიგელთაგან ყველაზე მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში კვლავაც ზესტაფონი და მეტალურგი არიან, არადა, სამიოდე წლის წინ საქართველოს ჩემპიონატის ოქროსა და ვერცხლის მედლები სწორედ მათ გაინაწილეს. სადღეისოდ ისეთი ვითარებაა, რომ ზესტაფონელები და რუსთაველები საუკეთესო შემთხვევაში ჩემპიონატს ჩაამთავრებენ, მომავალ სეზონში კი ან პირველ ლიგაში ითამაშებენ, ანაც – ვეღარსად...

ლევან ჯანეზაშვილი


დინამო ბთ-სამტრედია
11 აპრილი 16:00
ქობულეთი. "ჩელე არენა"
პირველ წრეში: 0:2
დისკვალიფიკაცია: ბ. მახარაძე (დინამო ბთ)

ტორპედო-ზუგდიდი
11 აპრილი 16:00
ქუთაისი. "გივი კილაძე"
პირველ წრეში: 0:0
დისკვალიფიკაცია: კლიმიაშვილი (ტორპედო)

ცხინვალი-გურია
11 აპრილი 16:00
თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო)
პირველ წრეში: 1:1
დისკვალიფიკაცია: ცაცკრიალაშვილი (ცხინვალი)

ვიტ ჯორჯია-ჩიხურა
11 აპრილი 16:00
მცხეთა. "მცხეთა პარკი"
პირველ წრეში: 0:2

მერანი-დინამო თბ
11 აპრილი 16:00
მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
პირველ წრეში: 0:0
დისკვალიფიკაცია: რენე ფერეირა (დინამო თბ)

დილა-სიონი
11 აპრილი 16:00
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
პირველ წრეში: 4:1
დისკვალიფიკაცია: ხურცილავა (დილა), ცნობილაძე (სიონი)

კოლხეთი-ზესტაფონი
11 აპრილი 16:00
ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
პირველ წრეში: 1:1
დისკვალიფიკაცია: გურეშიძე (კოლხეთი)

მეტალურგი-შუქურა
11 აპრილი 16:00
რუსთავი. "ფოლადი"
პირველ წრეში: 1:0


1. დინამო თბ 22 13 4 5 36-19 43
2. დინამო ბთ 22 13 3 6 29-19 42
3. დილა 22 12 6 4 33-18 42
4. სამტრედია 22 11 4 7 30-19 37
5. ცხინვალი 22 10 3 9 22-29 33
6. ჩიხურა 22 9 6 7 29-24 33
7. გურია 22 8 8 6 23-27 32
8. ტორპედო 22 7 9 6 28-24 30
9. შუქურა 22 8 6 8 25-25 30
10. ზესტაფონი 22 6 8 8 40-36 26
11. კოლხეთი 22 6 7 9 18-26 25
12. მერანი 22 6 7 9 16-22 25
13. ზუგდიდი 22 6 6 10 16-27 24
14. მეტალურგი 22 6 6 10 20-25 24
15. სიონი 22 5 5 12 21-35 20
16. ვიტ ჯორჯია 22 4 4 14 20-31 16

ბომბარდირები
მოდებაძე (დილა) 10
დვალი (ზესტაფონი) 10
კვერნაძე (ტორპედო) 9
დ. სიჭინავა (სიონი) 8
შ. ლომია (ზუგდიდი) 8