სიახლეები

ნერვების თამაში ჩიხურამ მოიგო

გაუზიარე
11 აპრილი. მცხეთა. "მცხეთა პარკი". 200 მაყურებელი.

ვიტ ჯორჯია-ჩიხურა 1:2


1:0 გეთიაშვილი (45), 1:1 განუგრავა (58), 1:2 ტროიანოვსკი (88).

ვიტ ჯორჯია: შეროზია, თათხაშვილი, გეთიაშვილი, ჩიტიშვილი, მაისურაძე, დავლაშელიძე (კახაბრიშვილი 82), გახარია, საბაძე, დემეტრაშვილი (ხვისტანი 85), კურდღელაშვილი (ღიბრაძე 72), ლობჯანიძე.

სათადარიგოები: ისეგაშვილი, კალანდია, მურუსიძე, ბუნტური.

მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი.

ჩიხურა: ქვილითაია, ლიუბჩაკი, ჩიკვილაძე, ჭელიძე, განუგრავა, კორიფაძე, დობროვოლსკი, ტროიანოვსკი (კაკაშვილი 90), სარდალიშვილი, ივანიშვილი (მანჯგალაძე 46), მუმლაძე (დეკანოიძე 46). 

სათადარიოგოები: ზაქრქუა, ბაჯელიძე, ოდიკაძე, იაკობაშვილი.

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.

გაფრთხილება:
კორიფაძე (44), გეთიაშვილი (75).

მსაჯი:
შ. ქუხილავა.

შაბათს მცხეთაში გამართული შეხვედრა სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი იყო, როგორც მასპინძლებისთვის, ასევე სტუმრებისთვის. ვიტ ჯორჯია ბოლო ადგილზეა და გავარდნა კიდევ უფრო რეალური რომ არ გამხდარიყო, ქულები ჰაერივით სჭირდებოდა. ჩიხურას კი მცხეთაში სამი ქულა რომ არ აეღო, სამეულზე ფიქრი, იქვე უნდა შეეწყვიტა. მასპინძლები თუ ოპტიმალური შემადგენლობით იყვნენ, ჩიხურას კვლავ ვერ ეხმარება კაპიტანი თემურ ღონღაძე, კიდევ ერთი ლიდერი დავით ოდიკაძე კი, მართალია, ამჯერად უკვე განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არც ის გასულა.

პირველმა ტაიმმა გარდამავალ უპირატესობაში განვლო. ორივე გუნდი კი ცდილობდა უფრო მეტი დროის შეტევაში გატარებას, მაგრამ საქმე საგოლე მომენტებამდე იშვითად მიდიოდა. გამოსარჩევია თორნიკე მუმლაძის სახიფათო დარტყმა, თუმცა, ამ მომენტში ფორვარდი მახვილი კუთხიდან ურტყამდა და ამიტომ, შეროზიამაც მოახერხა მასპინძლების ხსნა. ვიტ ჯორჯიამ კი, თავის მხრივ, რამდენიმე მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშა, მაგრამ საქმე ზუსტ საბოლოო დარტყმამდე ვერაფრით მიიყვანა. ტაიმის ბოლო წუთზე მასპინძლებმა მაინც იხეირეს, შეტევაში ჩართულმა კაპიტანმა ირაკლი გეთიაშვილმა ყველას დაასწრო და სტუმართა მეკარეს შანსი არ დაუტოვა. მართალია, ვიტ ჯორჯია ამ დროისთვის გავარდნის მთავარი კანდიდატია, მაგრამ ამის მიუხედავად, ცენტრალური მცველი გეთიაშვილი, მაინც კარგ სეზონს ატარებს და თავისი გუნდის შემადგენლობაშიც შაბათსაც გამორჩეული იყო.  

მეორე ტაიმი ჩიხურამ გაცილებით აქტიურად დაიწყო და შედეგად გიორგი განუგრავამ ძლიერი დარტყმით მალევე გაათანაბრა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ორივე გუნდს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა და ფრე მისაღები არც ერთისთვის არ იყო, ამიტომაც მასპინძლებმაც და სტუმრებმაც გამარჯვების გოლის გასატანად გაიწიეს. რაც ცოტა დრო რჩებოდა თამაშის დასრულებამდე, ორივე გუნდი საკუთარი კარის დაცვაზე უფრო ნაკლებს ფიქრობდა. მასპინძლებთაგან რამდენჯერმა კარგად ითამაშა ფორვარდმა ლობჯანიძემ. ჩიხურადან კი თამაშს კარგად ამწვავებდა ყოფილი ვიტ ჯორჯიელი კორიფაძე, მაგრამ გოლი არადა არ ჩანდა. მაშინ როდესაც სტადიონზე შეკრებილი მცირერიცხოვანი ქომაგი, რომელთა შორის აშკარად საჩხერელები აშკარდ უფრო მეტი იყვნენ. შეეგუა იმაზრს, რომ თამაში ფრედ დასრულდებოდა. ჩიხურას უკრაინელმა ლეგიონერმა მასპინძელთა უყურადღებობით ისარგებლა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა. 

ამ მოგების შემდეგ ჩიხურა 36 ქულით მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს ცხინვალთან და ჯერ კიდევ ინარჩუნებს სამეულში მოხვედრის შანსს, თუმცა სოსო ფრუიძეს გუნდს სეზონის მატჩი, თასის განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრა, სამტრედიაში ელის (პირველი თამაში ჩიხურამ 0:1 წააგო). ვიტ ჯორჯია კვლავაც ბოლო ადგილზეა, მაგრამ ცხრილის ქვედა ნაწილში არსებულ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ, თენგიზ კობიაშვილის გუნდი განწირული სულაც არ არის.

პაატა ძნელაძე