სიახლეები

ლიპარტიას მიზანი ევროპაა

გაუზიარე

ლუგანსკის ზორია უკრაინის ჩემპიონატის მეორე წრეს მშვენივრად ატარებს და შედეგიც სახეზე, ანუ ცხრილშია - გუნდი უკვე მე-4 ადგილზეა და ევროპის ლიგაზე თამაშის რეალურ პრეტენზიას აცხადებს. ამასთან დაკავშირებით ლუგანსკელმა ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს ზორიას ქართველ ლეგიონერს ჯაბა ლიპარტიას, რომელიც თანდათან გუნდის ლიდერად ყალიბდება: "კიევის დინამოსთან სტუმრად ქულის მოპოვებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ გუნდი სწორ გზაზეა. დარჩენილ შეხვედრებში თუ არ მოვუკლებთ, ჩემპიონატს ევროზონაში დავასრულებთ. პირველ სამეულს დიდი სხვაობით ჩამოვრჩებით, მაგრამ მეოთხე ადგილის შენარჩუნება შეგვიძლია. ჩემპიონატის დაწყებამდე ნაკლებად ვსაუბრობდით ევროსაგზურზე, მაგრამ ახლა ეს უკვე რეალობაა." 

მეორე წრეში ჯაბამ საფუძვლიანად დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში და, როგორც აღვნიშნეთ, გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 2 გოლია. 

პაატა ძნელაძე