სიახლეები

ომონია კვასხვაძის შეძენას განიხილავს

გაუზიარე

კვიპროსულმა ნიქოზიის ომონიამ, შესაძლოა, როინ კვასხვაძე შეიძინოს. ომონიაში ამჟამად ერთი ქართველი თამაშობს - უჩა ლობჟანიძე. გუნდი მეოთხე ადგილზეა ჩემპიონატში და, ზოგადად, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. 

რაც შეეხება კვასხვაძეს, როგორც იცით, ელგუჯა გრიგალაშვილთან და ლევან ხმალაძესთან ერთად ის ოთელოსში ირიცხება. ოთელოსი ბოლო ადგილზეა, თუმცა ქართველები გუნდში უდავოდ გამორჩეულები არიან. 

კვიპროსული "სიგმალაივის" ცნობით, ომონიას მომდევნო სეზონისთვის უკეთესი მეკარე დასჭირდება და კვასხვაძე ერთ-ერთი ყველაზე რეალური ვარიანტია. აქვე გეტყვით, რომ როინმა მიმდინარე სეზონში ომონიასთან შეხვედრაში პენალტი აიღო. 

და კიდევ, ხმალაძეს ტრავმა აქვს და, სავარაუდოდ, ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. 

ილია ნანობაშვილი