სიახლეები

ბეგლარიშვილის გამარჯვება ესტონეთში

გაუზიარე

ესტონეთში ზაქარია ბეგლარიშვილის ფლორამ სტუმრად 3:1 დაამარცხა ტარტუს ტამმეკა. ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 76-ე წუთზე შეცვალეს, როცა სტუმრები 2:1-ს იგებდნენ. იყო. ამრიგად, ფლორა ადგილობრივი მეისტრილიგის 10-გუნდიან ჩემპიონატში 6 ტურის შემდეგ 15 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერს სამი ქულით ჩამორჩება. ლიდერი კი თანაქალაქელი კალიუა, რომელთან დერბიშიც გასულ ტურში ფლორა 0:2 დამარცხდა. ბეგლარიშვილმა ტალინური დერბი სრულად ითამაშა. ფლორა, თავის მხრივ, ასევე სამი ქულით უსწრებს კიდევ ერთ ტალინურ კლუბ ლევადიას. 

გივი დიასამიძე