სიახლეები

... და ბოლოს იგებს თემური

გაუზიარე

აი, ასე დაასათაურა ერთ-ერთმა კვიპროსულმა გამოცემამ ის მიმოხილვა, რომელიც კუნძულზე გამართულ ტურნირს მიუძღვნა.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ახალგაზრდობა გაიხსენა, ფეხბურთი, უფრო სწორად, ფუტსალი ითამაშა და ტრიბუნებმა ისეთი ტაშით დააჯილდოვეს, თქვენი მოწონებული...

ქეცბაიამ კვიპროსზე გამართულ ფუტსალის ტურნირზე "ცისფერი ლეგენდების" გუნდში ითამაშა და გამარჯვებულიც დარჩა. ფინალში "ლეგენდებმა" მეტოქე 6:2 დაამარცხეს, ამ ექვსი გოლის ნახევარი კი სწორედ ქეცბაიას ანგარიშზეა _ თემურმა ჰეთ თრიქი შეასრულა და თავის მაღალ კლასში ადგილობრივები ერთხელაც დაარწმუნა. 

ამჟამად კვიპროსზე ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერის გამოსავლენი გამოკითხვა მიმდინარეობს. თემურ ქეცბაია ჯერჯერობით მეორე ადგილზეა, თუმცა გამოსაკითხი კიდევ ბევრია დარჩენილი და ვარაუდობენ, რომ ეს საპატიო წოდება ბოლოს სწორედ ქეცბაიას დარჩება.

გივი დიასამიძე