სიახლეები

ზესტაფონის აპელაცია: დღეს ან არასოდეს

გაუზიარე

საქართველოს ჩემპიონატიდან მოხსნილი ზესტაფონი სადისციპლინო კომიტეტის გუშინდელ გადაწვეტილებას სააპელაციო კომიტეტში გაასაჩივრებს თუ არა, დღეს, ზესტაფონის საკრებულოს სხდომაზე გაირკვევა. 
სწორედ დღევანდელ სხომაზე უნდა გადაწყდეს, ფეხბურთის კლუბი ზესტაფონი რაიონის ხელმძღვანელობისგან რა სახის და რა რაოდენობის დახმარებას მიიღებს. საქმეს კი ისეთი პირი უჩანს, რომ დაფინანსება არ იქნება. ჩანს, ზესტაფონის საკრებულოს რამდენიმე წევრისთვის სულერთია, ზესტაფონში ფეხბურთი იქნება თუ არა და ამ ქალაქს უმაღლეს ლიგაში გუნდი ეყოლება თუ არა...

იმ შემთხვევაში, თუკი ზესტაფონი რაიონისგან დაფინანსებას მიიღებს, კლუბი სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და სათანადო არგუმენტებით ეცდება მიღებული დადგენილების შეცვლის დასაბუთებას. ხოლო, თუ ყველაფერი ძველებურად დარჩა და საკრებულომ დაფინანსებაზე უარი თქვა, ფეხბურთის კლუბ ზესტაფონის ამბავიც იქვე დამთავრდება... დაფინანსება თუ არ იქნება, აზრი არც გასაჩივრებას ექნება. სხვათა შორის, დღესვე ზესტაფონის ხელმძღვანელობა სკანდალური ამბების გახმაურებას აპირებს.

ლუკა თალაკვაძე