სიახლეები

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIV ტურის მიმოხილვა

გაუზიარე

XXIV ტურის სიმბოლური ნაკრები

-------------------------------------------კაჭარავა (2)-----------------------------------------
-------------------------------------------(ცხინვალი)------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
ჟიშკარიანი (2)-----------------პაპუნაშვილი (5)----------------------დოლიძე (5)
(კოლხეთი)------------------------(დინამო თბ)-------------------------(სამტრედია)
-------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------შ. ლომია (2)--------------ბაბუნაშვილი (2)-------------------
--------------------------(ზუგდიდი)------------------(ტორპედო)--------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
ზ. ჭელიძე-------------მაისაშვილი------------გ. გურული (3)-----კაკაბაძე (2)
(ტორპედო)------------(ცხინვალი)-------------(შუქურა)------------(დინამო თბ)
-------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------ბობღიაშვილი (3)-----------------------------------
-----------------------------------------------(ზუგდიდი)----------------------------------------


ამიერიდან _ უზესტაფონოდ...
ის, რაც კვირას ზესტაფონში მოხდა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება ძალიან სამწუხარო და დასანან ამბად – კლუბი, რომელიც თერთმეტი წლის წინ დაარსდა და ამ პერიოდის განმავლობაში ქართველ ქომაგს საშინაო და საერთაშორისო ასპარეზზე უამრავი საინტეროსო მატჩი აჩუქა, მწვავე ფინანსური კრიზისის გამო უმაღლეს ლიგაში თამაშს ვეღარ გააგრძელებს.
როდის და როგორ დაიწყო ზესტაფონის გასაჭირი, ამის შესახებ ჩვენი გაზეთის მკითხველი კარგად არის ინფორმირებული. ყველაფერი სწორედ ამგვარი დასასრულისკენ მიდიოდა და საუბედუროდ, მოსახდენიც მოხდა...
ჩემპიონატს 15 გუნდი ჩაამთავრებს. ზესტაფონის ამბავმა გულგრილი არ უნდა დატოვოს არც ერთი კლუბის წევრები, მაგრამ მათთვის ცხოვრება გრძელდება და ყველა საკუთარი მიზნისთვის ბრძოლას განაგრძობს.

კარუსელი ისევ ტრიალებს
უბრძოლველად გალიდერდა დილა, რომელსაც ზესტაფონში თამაში არ ეწერა, თუმცაღა ტექნიკური 3:0-იც სამ ქულას ნიშნავს. გორელებმა ბათუმელთა მარცხით ისარგებლეს და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ. 
ჩემპიონობისთვის ბრძოლას კვლავაც სამი გუნდი აგრძელებს და აღსანიშნავია, რომ ბოლო სამ ტურში მორიგეობით თითოეულ მათგანს მოუწია სათავეში ყოფნამ. დილამდე ბათუმის დინამო ლიდერობდა, იქამდე კი თბილისის დინამო იყო პირველ პოზიციაზე.
თბილისელებმა, მოლოდინისამებრ, დამაჯერებლად შეძლეს ბოლოადგილოსანი თანაქალაქელის ძლევა, სამაგიეროდ, ბათუმის დინამოელებისთვის ზუგდიდური ბარიერი გადაულახავი ზღუდე აღმოჩნდა. ზუგდიდელებმა უმაღლესში დასარჩენად ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მიითვალეს, აჭარული კლუბი კი ამ მარცხმა პირველიდან მესამე საფეხურამდე დააქვეითა.

უსწრაფესი გოლი ისტორიაში
ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა ლანჩხუთის "ევგრაფი შევარდნაძეზე", სადაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში უსწრაფესი გოლი გავიდა. მსაჯის სასტარტო სასტვენისთანავე ტორპედოელმა ზაზა ჭელიძემ თანაგუნდელი დავით კირკიტაძე მოძებნა, რომელმაც მასპინძელთა მცველების დაბნეულობით ისარგებლა და თავისიანები დააწინაურა.
ტორპედოს დაუმარცხებელი სერია შვიდ მატჩამდე გაიზარდა, თუმცა ჩაგდებული პირველი წრისა და უფერულად ჩატარებული მეორე წრის სტარტის გამო ქუთათურებს ევროარენაზე გასვლის შანსი არ აქვთ.
გურია ამ ტურამდე ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც საშინაო შეხვედრაში მარცხი არ ჰქონდა ნაწვნევი და როგორც ხედავთ, ლანჩხუთელები ამითY უკვე ვეღარ გამოირჩევიან.

შანსი ვიტ ჯორჯიასაც გაუჩნდა
სატურნირო ცხრილით თუ ვიმსჯელებთ, ვიტ ჯორჯიას უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი, ფაქტობრივად, აღარ აქვს, მაგრამ ზესტაფონის ამბავმა გადარჩენის იმედი ბოლოადგილოსანსაც კი დაუტოვა.
მე-14, საპლეიოფო ადგილის დაკავება ვეტერინარებს ჯერ კიდევ შეუძლიათ. მართალია, მეტალურგთან ჩამორჩენა მთელი რვა ქულაა, მაგრამ რუსთაველთა უმძიმეს მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, ამ დანაკლისის აღმოფხვრა შეუძლებელი არ არის. 
სამწუხაროდ, გამორიცხული არც ისაა, უსახსრობით გაწამებულმა მეტალურგმა მომავალი სეზონი ან პირველ ლიგაში დაიწყოს, ანაც ვერსად...

ორი მატჩი მალტური სასტვენით
ქართულ-მალტური სამსაჯო კორპუსების თანამშრომლობა გრძელდება. მალტურმა ბრიგადამ გასულ ტურში ორი მატჩი განსაჯა. გორში სიონი-მერანის არბიტრი მარიო აპაპი იყო, მეორე დღეს კი, ივანწმინდაში, ჩიხურა-ცხინვალის შეხვედრაში, მან და ადრიან აზოპარდიმ როლები გაცვალეს და თამაშს ეს უკანასკნელი გაუძღვა, აპაპი კი სათადარიგო მსაჯი იყო.
უახლოეს პერიოდში მალტას უკვე ქართველი მსაჯები მიაშურებენ და იქაური ლიგის მატჩებს განსჯიან.

ტურის ფეხბურთელი
გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბ)
პირველ წრეში გიორგი ერთ-ერთი გამორჩეული იყო, დინამოს ნამდვილ ლიდერადაც მოგვევლინა და უმაღლეს ლიგაშიც საუკეთესოთა შორის იყო. სეზონის მეორე ნახევარში კი მისი საქმეები არასახარბიელოდ წარიმართა – ტრავმის გამო დინამოს ლიდერს საკმაო დრო გაუცდა. თუმცა ცოტა ხნის წინ პაპუნაშვილი დაბრუნდა და დაგვანახა, რომ ძველებურად და იქნებ, უფრო მაღალ დონეზეც შესწევს თავის გამოჩენა. ვიტ ჯორჯიასთან დაპირისპირებაში მან დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და უყოყმანოდ დავასახელეთ ტურის ფეხბურთელად.
დუბლი ვახსენეთ და აქვე უნდა გამოვარჩიოთ ცხინვალის ფორვარდის, ნიკა კაჭარავას ბოლოდროინდელი მონაგარი. მან დუბლი ზედიზედ მეორე ტურში შეასრულა.

ლევან ჯანეზაშვილი


შუქურა-კოლხეთი 1:1
ზუგდიდი-დინამო ბთ 2:1
სიონი-მერანი 1:0
დინამო-ვიტ ჯორჯია 3:0
სამტრედია-მეტალურგი 2:1
ჩიხურა-ცხინვალი 1:3
გურია-ტორპედო 1:3
ზესტაფონი-დილა 0:3 (ტექნიკური)

1. დილა 24 14 6 4 37-18 48
2. დინამო თბ 24 14 5 5 40-20 47
3. დინამო ბთ 24 14 3 7 31-21 45
4. სამტრედია 24 12 4 8 32-21 40
5. ცხინვალი 24 12 3 9 28-30 39
6. ჩიხურა 24 10 6 8 32-28 36
7. შუქურა 24 9 7 8 29-27 34
8. ტორპედო 24 8 10 6 31-25 34
9. გურია 24 8 8 8 24-33 32
10. კოლხეთი 24 7 8 9 23-27 29
11. ზუგდიდი 24 7 7 10 18-28 28
12. ზესტაფონი 24 6 8 10 40-43 26
13. მერანი 24 6 8 10 17-24 26
14. მეტალურგი 24 6 6 12 22-30 24
15. სიონი 24 6 5 13 22-36 23
16. ვიტ ჯორჯია 24 4 4 16 21-36 16

ბომბარდირები
მოდებაძე (დილა) 10
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 10
დვალი (ზესტაფონი) 10
კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (სიონი) 8
საბანაძე (ტორპედო) 7
კვეკვესკირი (დილა) 7
მუმლაძე (ჩიხურა) 7
კაპანაძე (სამტრედია) 7
ცნობილაძე (სიონი) 6
სიხარულიძე (ზესტაფონი) 6
ილურიძე (ზესტაფონი) 6
ბერიაშვილი (დინამო ბთ) 6
შალამბერიძე (გურია) 6
შინდაგორიძე (სპარტაკი) 6
ქავთარაძე (დინამო ბთ) 6
ნ. კაჭარავა (სპარტაკი)  6
ტატანაშვილი (დინამო ბთ) 5
შონია (დინამო ბთ) 5
კურდღელაშვილი (ვიტ) 5
ჩელებაძე (შუქურა) 5


გოლი+პასი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 14 (10+4)
მოდებაძე (დილა) 12 (10+2)
დვალი (ზესტაფონი) 11 (10+1)
დ. სიჭინავა (სიონი) 11 (8+3)
შალამბერიძე (გურია) 11 (6+5)
შ. ლომია (ზუგდიდი) 11 (9+2)
კვერნაძე (ტორპედო) 10 (9+1)
კვეკვესკირი (დილა) 9 (7+2)
მუმლაძე (ჩიხურა) 9 (7+2)
ქავთარაძე (დინამო ბთ) 9 (6+3)
გეწაძე (სამტრედია) 9 (2+7)
საბანაძე (ტორპედო) 8 (7+1)
ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8 (6+2)
ჩელებაძე (შუქურა) 8 (5+3)
დოლიძე (სამტრედია) 8 (4+4)
კაჭარავა (სპარტაკი) 8 (6+2)
გორგიაშვილი (სამტრედია) 7 (4+3)
კაპანაძე (სამტრედია) 7 (7+0)
ბაბუნაშვილი (ტორპედო) 7 (1+6)

"ჩვენი თამაშის" ტურის სიმბოლურში
დვალი (ზესტაფონი) 5
ქავთარაძე (დინამო ბთ) 5
დოლიძე (სამტრედია) 5
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 5
ჩისკო (დინამო თბ) 4
ცნობილაძე (სიონი) 4
ოდიკაძე (ჩიხურა) 4
ვ. კილასონია (ცხინვალი) 4
კვეკვესკირი (დილა) 4
კვირკველია (სამტრედია) 4
ტეტუნაშვილი (ბათუმი)O 4

ტურის ფეხბურთელი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 3
მოდებაძე (დილა) 2

თვის ფეხბურთელი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 1
კვირკველია (სამტრედია) 1
მოდებაძე (დილა) 1
დვალი (ზესტაფონი) 1
მანუელი (დინამო თბ) 1

რეალიზებული პენალტები
შალამბერიძე (გურია) 3
შ. ლომია (ზუგდიდი) 3
ჩელებაძე (ჩიხურა) 2
ვ. კილასონია (სპარტაკი) 2
თ. ღონღაძე (ჩიხურა) 2

გაცუდებული პენალტები 
ჩელებაძე (შუქურა) 2
ვ. კვარაცხელია (ზუგდიდი) 1
გოგობერიშვილი (სიონი) 1
ო. ხიზანეიშვილი (ზესტაფ) 1
ძარია (დილა) 1
მოდებაძე (დილა) 1
გოგონაია (კოლხეთი) 1
გეთიაშვილი (ვიტ ჯორჯია) 1
მუჯირი (ბათუმი) 1
კვეკვესკირი (დილა) 1
ცხადაია (სიონი) 1
შ. ლომია (ზუგდიდი) 1
ნ. მაისურაძე (ვიტ ჯორჯია) 1
ზივზივაძე (ტორპედო) 1
გეწაძე (სამტრედია) 1

მოგერიებული პენალტები
ბეგაშვილი (მერანი) 1
ჯიოევი (შუქურა) 1
კაკალაძე (შუქურა) 1
პავლოვიჩი (ზესტაფონი) 1
შეყრილაძე (ტორპედო) 1

ჰეთ თრიქი
პაპუნაშვილი (დინამო) 1
კვეკვესკირი (დილა) 1

დუბლი
დვალი (ზესტაფონი) 3
საბანაძე (ტორპედო) 2
მოდებაძე (დილა) 2
კაჭარავა (ცხინვალი) 2

შემცვლელთა გოლები
კაპანაძე (სამტრედია) 3
ლექვთაძე (სპარტაკი) 2
ი. კერძევაძე (სამტრედია) 2
მუმლაძე (ჩიხურა) 2
ამბროლაძე (კოლხეთი) 2

ყველაზე ხშირი ანგარიშები
1:0 27
0:0 24
0:1 20
2:1 20
2:0 18
2:2 13
1:1 11

მეკარეები. მიმდინარე მშრალი სერიები (წთ)
მამინაშვილი (დინამო ბთ) 147
კაკალაძე (შუქურა) 115
ჰრდლიჩკა (დინამო თბ) 99
ბათიაშვილი (სიონი) 90

სეზონის საუკეთესო სერიები
მამალაძე (მერანი) 502
გოგუაძე (გურია) 414
ალავიძე (დინამო ბთ) 411

არბიტრები. მატჩების რაოდენობა
ლ. სილაგავა 24
გ. ვადაჭკორია 20
დ. ხარიტონაშვილი 20
გ. ყრუაშვილი 16
ა. ნონიკაშვილი 13
ჯ. ხორავა 12
ბ. ნინუა 12
გ. კიკაჩეიშვილი 11
ი. კვირიკაშვილი 10
ლ. კვარაცხელია 8
თ. გვანცელაძე 6
ა. ბასლეჰლო 6
დ. სანოძე 6
ხ. გაგნიძე 6
გ. დოგრაშვილი 4
ა. კრიჭაშვილი 3
მ. ბეუქლიშვილი 2
ო. ხეცაძე 2
თ. ხუჭუა 2
შ. ქუხილავა 2
გ. ურუშაძე 1
მ. ბორგი 1
მ. აპაპი 1
ა. აზოპარდი 1

ავტოგოლები
გეთიაშვილი (ვიტ ჯორჯია) 1
კ. ხიზანეიშვილი (მეტალურგი) 1
ცნობილაძე (სიონი) 1
ადამაძე (ტორპედო) 1
ბონდარენკო (ტორპედო) 1
ხიდეშელი (დილა) 1
ჩიკვილაძე (ტორპედო) 1
ჩადუნელი (კოლხეთი) 1
ქიმაძე (ტორპედო) 1
გველესიანი (დინამო თბ) 1
კაკუბავა (სამტრედია) 1