სიახლეები

დედამიწის დღე სფფ-ის აკადემიაში WWF-თან ერთად აღინიშნა

აკადემია
გაუზიარე

22 აპრილს, მთელი მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ფედერაციის საფეხბურთო აკადემია შეუერთდა ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს და სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) ერთად აღნიშნა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სფფ-ის აკადემიის ფეხბურთელებმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა - გიორგი ლორიამ და ვეტერანმა ფეხბურთელმა - აჩი არველაძემ.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლებმა აკადემიის აღსაზრდელებს საჩუქრად სიმბოლური ბურთები გადასცეს და დედამიწის დღესთან დაკავშირებული  საინტერესო და აუცილებელი ინფორმაციაც გააცნეს. რა თქმა უნდა, მათ აქცენტი გააკეთეს ჯანსაღი ცხოვრების წესსა და გარემოზე ზრუნვაზე. ისაუბრეს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, რაც ემსახურება მომავალი თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, პასუხისმგებლობის გაზრდასა და საკუთარი ქცევის შეფასებასა და შეცვლას გარემოს სასარგებლოდ.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის დევიზია  - for a living planet. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ფედერაციის საფეხბურთო აკადემია უერთდებიან ამ მოწოდებას და ვიმედოვნებთ, რომ ყველა ვიქნებით საზოგადოებრივად აქტიურები ასეთ მნიშვნელოვან და საჭირო საკითხებთან მიმართებაში.

 

სფფ-ის პრესსამსახური