სიახლეები

ოლიმპიაკოსმა არჩევანი გააკეთა: ლორია

გაუზიარე

ბერძნული პრესის ცნობით (მათ შორის, Sportdog და Gazetta), ქვეყნის საუკეთესო კლუბი ოლიმპიაკოსი ზაფხულში გიორგი ლორიას გადაიყვანს. ოლიმპიაკოსმა გასულ კვირაში საბერძნეთის ჩემპიონობა გაინაღდა: ზედიზედ მეხუთე და ისტორიაში 42-ე. გუნდის ძირითადი მკარე ესპანელი რობერტო ხიმენესია, ხოლო მორე – უნგრელი ბალაშ მედიერი. 

ბერძნები წერენ, რომ მედიერის წასვლა გადაწყვეტილია და მის შემცვლელზე არჩევანი გაკეთებულია: ოფის გოლკიპერი ლორია, რომელიც ჯერ კიდევ ლიდერობს საბერძნეთის ჩემპიონატში მოგერიებული ბურთების რაოდენობით. 

ოლიმპიაკოსი ლორიასა და იანინას მეკარე მარკოს ველიდისს შორის აკეთებდა არჩევანს, საბოლოოდ კი, 29 წლის ქართველი არჩიეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლორია უკვე ოლიმპიაკოსშია, რადგან აქტიურობენ სხვა ბერძნული კლუბებიც, განსაკუთრებით კი, პაოკი. 

რაც შეეხება ლორიასა და მერებაშვილის მდგომარეობას ოფიში, ამაზე ბევრი დაიწერა და აღარ განვავრცობთ. ქართველები თავისუფალი აგენტები არიან. 

ოლიმპიაკოსი მართლაც მშვენიერი ვარიანტი იქნებოდა ლორიასთვის. კლუბს ყოველწლიურად თითქმის გარანტირებული აქვს ჩემპიონთა ლიგაში თამაში, რაც შეეხება რობერტო ხიმენესთან კონკურენციას, ეს კარგიცაა: კონკურენცია ყველა ნორმალურ გუნდშია.  

ილია ნანობაშვილი