სიახლეები

ხუბუტიას ტრავმამ დიდი დრო წაიღო

გაუზიარე

მიმდინარე სეზონი ძალიან უიღბლო გამოდგა აკაკი ხუბუტიასთვის, რომელსაც კვლავ ტრავმა აწუხებს. მართალია, თითქმის უკვე მოირჩინა, მაგრამ ბოლომდე არაა მზად. იყო დრო, ხუბუტია გაზ მეთანსა და მორდოვიაში შეუცვლელ ფეხბურთელად ითვლებოდა და ეროვნულ ნაკრებშიც კარგად ირჯებოდა, მაგრამ შარშანდლიდან დაწყებული სიტუაცია შეიცვალა.  

ხუბუტია წლეულს, იანვარში ბერძნულ კერკირაში გადავიდა, მაგრამ ჩემპიონატში მხოლოდ 4 მატჩის ჩატარება მოასწრო. მარტში აკაკი საზარდულმა შეაწუხა და მას შემდეგ არ უთამაშია. ერთი პერიოდი ქართველმა მცველმა ვარჯიში დაიწყო და მერე ისევ საზარდულიმა შეაწუხა.

საბერძნეთის ჩემპიონატში ერთი ტურიღა დარჩა და კერკირა ცხრილის შუაში, მეცხრე ადგილზეა. ხუბუტიასთვის ეს ერთი ტური არაფერს ცვლის, მას სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება. რომელ კლუბში გააგრძელებს აკაკი კარიერას, ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. 

თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდში ხუბუტიას 20 სანაკრებო მატჩი აქვს ჩატარებული. 

ილია ნანობაშვილი