სიახლეები

უმაღლესი ლიგა - 27-ე ტურის ანონსი

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

8-9 მაისს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩები გაიმართება. ცენტრალური დაპირისპირება 9 მაისს, ქობულეთში ჩატარდება. "ჩელე არენაზე" ერთმანეთს ბათუმისა და თბილისის "დინამოები" დაუპირისპირდებიან. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდიანრე შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ორივე გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და ორივეს გამარჯვება სჭირდება. მიმდინარე სეზონში ამ გუნდების პირველი დაპირისპირება აჭარელთა გამარჯვებით დასრულდა, თბილისში მათ, მინიმალური ანგარიშით 0-1 იმარჯვეს. შეგახსენებთ, რომ სანქციების გამო თამაში დახურული იქნება და მას, გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან. პირდაპირ რეპორტაჟს კი, საზოგადპებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს. ასევე საინტერესო უნდა გამოდგეს გორში გასამართი შეხვედრაც, იქ ერთმანეთ გათამაშების ლიდერი "დილა" და ფოთის "კოლხეთი შეერკინებიან. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ბოლო პერიოდში ფოთელები ძალიან კარგად ათამაშდნენ და ანგარიშგასაწევ ძალადაც იქცნენ, გორელები კი, გათამაშების ერთპიროვნული ლიდერები არიან და შესანიშნავად ასპარეზობენ. სწორედ ეს ფაქტორები გვაფიქრებინებს, რომ გულშემატკივრებს წინ საინტერესო და დაძაბული თამაში ელით. ტურის დარჩენილი მატჩებიც საკმაო ინტერესს იწვევს ქომაგებში და დიდი იმედი გვაქვს, რომ თითოეული მათგანი მოლოდინს გამაართლებს. 


"მერანი" მარტვილი - "მეტალურგი" რუსთავი 

8 მაისი, მარტვილი, "მურთაზ ხურცილავა", 17:00

მსაჯები: დ.სანოძე, ი.კაკაბაძე, ი.უკლება, ბ.გლუშჩუკი (სათადარიგო)


"ვიტ-ჯორჯია" თბილისი - "შუქურა" ქობულეთი

8 მაისი, მცხეთა, "მცხეთა პარკი", 17:00

მსაჯები: ლ.სილაგავა, ზ.ფიფია, ზ.მენთეშაშვილი, გ.ვადაჭკორია (სათადაირგო

დისკვალიფიკაცია: გიორგი ჩელებაძე (შუქურა)


"ტორპედო" ქუთაისი - "სიონი" ბოლნისი 

9 მაისი, ქუთაისი, "რამაზ შენგელია", 17:00

მსაჯები: ხ.გაგნიძე, ლ.თოდრია, ა.კოკაია, გ.ავაზაშვილი (სათადარიგო)


"დილა" გორი - "კოლხეთი" ფოთი

9 მაისი, გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 17:00

მსაჯები: ა.ბასლეჰლო, ბ.ჭიჭინაძე, ა.ჟივიძე, გ.ყრუაშვილი (სათადარიგო)


"ზუგდიდი" ზუგდიდი - "ჩიხურა" საჩხერე 

9 მაისი, ზუგდიდი, "ბაიას" ბაზა, 17:00

მსაჯები: გ.დოგრაშვილი, დ.ჩიგოგიძე, ს.სპიცინი, ბ.ნინუა (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ლაშა ღონღაძე, გოდერძი მაჩაიძე (ორივე ზუგდიდი)


"დინამო" ბათუმი - "დინამო" თბილისი 

9 მაისი, ქობულეთი, "ჩელე არენა", პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით, 17:00

მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, მ.კუპატაძე, დ.გაბისონია, გ.კიკაჩეიშვილი (1 დამ.ასისნტენტი), ი.კვირიკაშვილი (2 დამ.ასისტენტი), ა.ნონიკაშვილი (სათადარიგო)


"გურია" ლანჩხუთი - "სამტრედია" სამტრედია

9 მაისი, ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე", 17:00

მსაჯები: ჯ.ხორავა, ლ.ვარამიშვილი, გ.ელიკაშვილი, ლ.კვრაცხელია (სათადრიგო)

დისკვალიფიკაცია: ერეკლე კილაძე, კობა შალამბერიძე (ორივე გურია), ზურაბ ხიზანიშვილი (სამტრედია)


სფფ-ის პრესსამსახური