სიახლეები

ლორია ოლიმპიაკოსმა ორი წლით დაიმეგობრა

გაუზიარე

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ გუშინ ბერძნულ ოლიმპიაკოსთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და თუ ფეხბურთელი და კლუბი მოგვიანებითაც შეთანხმდებიან, მათი თანამშრომლობა ერთი სეზონითაც გაგრძელდება. 

ჩვენი ფეხბურთელი ამჟამად პირეოსშია და საზოგადოებისთვის თავის პრეზენტაციას ელის, მომავალ კვირას კი შინ დაბრუნდება, ხანგრძლივ სამუშაო ვიზას გააკეთებს და დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ოლიმპიაკოსს ახალი სეზონისთვის პირველ მოსამზადებელ შეკრებაზე შეუერთდება. 

დარწმუნებული ვართ, რომ კარგი ფეხბურთელი დავიმატეთ. გიორგი ლორიამ ოფიში თამაშისას თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. ის არის საქართველოს ნაკრების მეკარე და დღეის შემდეგ ჩვენც გამოგვადგება. ახლა ჩვენ ორი უმაღლესი კლასის მეკარე გვყავს და ცხადია, საინტერესო იქნება თუ ვისი გამარჯვებით დამთავრდება ლორიას და რობერტო ხიმენესის კონკურენცია.    ძალიან მაინტერესებს მწვრთნელი არჩევანს რომელ მეკარეზე გააკეთებს _ უთხრა ბერძენ ჟურნალისტებს ოლიმპიაკოსის პრეზიდენტმა ევანგელოს მარინაკისმა. 

შეგახსენებთ, რომ 29 წლის გიორგი ლორია ოლიმპიაკოსში აწ უკვე გაკოტრებული ოფიდან გადავიდა, სადაც მიმდინარე საბერძნეთის უკვე გასულ სეზონში 25 შეხვედრა ჩაატარა. საქართევლოს ნაკრებში კი გიორგის 31 მატჩი მოუგროვდა.  

კობა ინასარიძე