სიახლეები

ბრალდებულები გირაოთი გამოუშვეს

გაუზიარე

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ თამაშების ჩაწყობაში ეჭვმიტანილ 8 პიროვნებას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. დავით გენძეხაძეს და ომარ ნაკაიძეს გირაოს სახით 20 - 20 ათასი ლარი განესაზღვრათ. საფეხბურთო კლუბ სტუ-ს პრეზიდენტს, ოთარ შენგელიას 15 ათასი, ხოლო ფეხბურთელებს 10-10 ათასი ლარი. 

ადვოკატ თეიმურაზ ბერიძეს განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ხარაგაულის ჩხერიმელას ფეხბურთელები თემურ სანიკიძე და გიორგი გოდერიძე ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობას აღიარებენ. სამაგიეროდ, თავს უდანაშაულოდ თვლიან ოთარ შენგელია და დავით გენძეხაძე. შენგელიას განცხადებით, შეხვედრა, რომელიც საქმეში ფიგურირებს, სუფთად ჩატარდა. გენძეხაძე კი უარყოფს რომელიმე გუნდისთვის თამაშის ჩაწყობის შეთავაზებას. ასევე არ აღიარებენ ბრალს იოსებ გიოშვილი და გიორგი კუხალაშვილი. 

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მე-3 ნაწილით), რაც თავისუფლების 4-დან 6-წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა ძნელაძე