უკრაინულ პრემიერლიგაში ლუცკის ვოლინმა გასვლაზე 3:3 ითამაშა ხარკოვის მეტალისტთან და მეშვიდე ადგილზეა. ვოლინის ქართველმა შემტევმა სანდრო კობახიძემ 75-ე წუთამდე ითამაშა და გოლიც გაიტანა: პირველი ტაიმის ბოლოს საჯარიმოში კარგად გაერკვა სიტუაციაში, ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში და ანგარიშიც გახსნა.
საინტერესოა, რომ მთავარი ამბები კობახიძის შეცვლის შემდეგ მოხდა. ამ დროს 1:1 იყო და ბოლო 12 წუთში გუნდებმა ორ-ორი გოლი გაცვალეს.
სანდროს წლევანდელ სეზონში უკვე 4 გოლი დაუგროვდა (20 მატჩში). გეცოდინებათ, ქართველი ფლანგელი ნახევარმცველი დნიპროს ეკუთვნის და ვოლინში განათხოვრებით თამაშობს.
ილია ნანობაშვილი

გაუზიარე