სიახლეები

2015-2016წწ. ლიცენზირების პროცესი დასრულდა

ლიცენზირება
გაუზიარე

2015-2016წწ. ლიცენზირების პროცესში მონაწილეობდა უმაღლესი ლიგის ყველა კლუბი (ს.კ. „მეტალურგის“ გარდა) და პირველი ლიგის ორი კლუბი: ს.კ. „საბურთალო“ და ს.კ. „ლოკომოტივი“. აპრილ-მაისში ლიცენზირების კომიტეტისა და ლიცენზირების აპელაციის ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები, რომლის თანახმადაც უეფას და ეროვნული ლიცენზიები მიიღეს საფეხბურთო კლუბებმა:

  1. „დილა“
  2. „დინამო“ (ბათუმი)
  3. „დინამო თბილისი“
  4. „ცხინვალი“
  5. „ჩიხურა“
  6. „სამტრედია“

ამას გარდა, მხოლოდ ეროვნული ლიცენზია მიენიჭა შემდეგ საფეხბურთო კლუბებს:

  1. „შუქურა“
  2. „ტორპედო“
  3. „კოლხეთი 1913“
  4. „მერანი“
  5. „ზუგდიდი“
  6. „სიონი“
  7. „ვიტ ჯორჯია“
  8. „საბურთალო“
  9. „ლოკომოტივი“

გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანოებმა ზოგიერთ კლუბს დაუდგინეს გარკვეული კრიტერიუმების დარღვევა, რის გამოც მათ დაუწესდებათ სანქციები სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის მიერ, მას შემდეგ, რაც დადგინდება, თუ რომელი კლუბები იასპარეზებენ 2015-2016წწ. ეროვნულ ჩემპიონატში.

სადისციპლინო კომიტეტი ასევე საგანგებოდ იმსჯელებს ს.კ. რუსთავის „მეტალურგის“ მიერ ლიცენზირების პროცესის სრულად იგნორირების შესახებ.