ქუბულეთში ადგილობრივი შუქურა ამხანაგურ შეხვედრაში გაეჯიბრა უმაღლეს ლიგაში გადმოსულ თერჯოლის საპოვნელას. ამ შეხვედრაში ქობულეთელებმა ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშეს, გამარჯვება კი თერჯოლელებს დარჩათ. მატჩის ერთადერთი გოლი საპოვნელას ერთ-ერთმა ლიდერმა, ცენტრალურმა მცველმა გიორგი ტყეშელაშვილმა გაიტანა.
შეხვედრის მიმდინარეობისას ორივე კართან კიდევ არაერთი საგოლე მომენტი შეიქმნა, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა. ამ თამაშმა დაადასტურა, რომ საპოვნელას სახით უმაღლეს ლიგას კარგი გუნდი შეემატა და ნაადრევი უნდა იყოს ვარაუდები იმის შესახებ, თითქოს თერჯოლელებს ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდებათ.
გვერდი მოამზადა პაატა ძნელაძემ
გაუზიარე