სიახლეები

მარცხი ამხანაგურ შეხვედრაში [ვიდეო]

გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო შესარჩევის დასრულების შემდეგ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ტალინში "ლე კოკ" არენაზე ჩვენი გუნდი ესტონეთს დაუპირისპირდა. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება შეძლეს და ჩვენს კარში სამი უპასუხო გოლიც გაიტანეს. ანგარიში 61-ე წუთზე გაიხსნა, აც პურიემ მცველების შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პრაქტიკულად პირისპირ დარჩენილს გატანა აღარ გასჭირვებია. სხვაობა ორამდე მალევე გაიზარდა, 64-ე წუთზე თავი არტურ პიკკმა გამოიჩინა. შეხვედრაში საბოლოო წერტილი 88-ე წუთზე დაისვა, თავისი გოლის გატანა შეცვლაზე შემოსულმა მაქსიმ გუსსევმა მოახერხა.

ესტონეთი - საქართველო 3-0

ტალინი, ესტონეთი, "ლე კოკ" არენა

ესტონეთი : მიკელ აკსალუ ; არტურ პიკკი (65' მაქსიმ გუსსევი) ; ალექსანდრ დმიტრიევი (81' იოელ ლინდპერე) ; აც პურიე (73' რაუნო საპინენი) ; კონსტანტინ ვასსილიევი ; რაგნარ კლავანი (კ) ; ენარ იააგერი ; კაროლ მეცი ; კენ კალლასტე ; გერტ კამსი (54' სანდრე პური) ; ნიკიტა ბარნოვი

მთ. მწვრთნელი : მაგნუს პერსსონი

საქართველო : გიორგი ლორია ; ოთარ კაკაბაძე ; გია გრიგალავა (68' ლუკას ჰუფნაგელი) ; გურამ კაშია ; ლექსანდრე ამისულაშვილი ; ჯაბა კანკავა (კ) ; ვალერი ყაზაიშვილი (79' ზაქარია ბეგლარიშვილი) ; მათე ცინცაძე (73' მურთაზ დაუშვილი) ; ალექსანდრე კობახიძე (46' გიორგი ჭანტურია) ; მათე ვაწაძე (46' ბაჩანა ცხადაძე) ; გიორგი ნავალოვსკი (68' გიორგი ფოფხაძე)

მთ. მწვრთნელი : კახაბერ ცხადაძე

გოლები : 61' აც პურიე ; 64' არტურ პიკკი ; 88' მაქსიმ გუსსევი


სფფ-ის პრესსამსახური