მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს ჩვენი გუნდი 28 მარტს, 17:30 სთ-ზე, ს.კ. „ზესტაფონის“ ბაზაზე გამართავს. სტუმართა გუნდი კი თურქეთიდან საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ყაზახეთის ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში აზერბაიჯანი 1:0 დაამარცხა. ჩვენი მომავალი მეტოქე 28 მარტს, 19:30 სთ-ზე „დინამო არენაზე“ ივარჯიშებს.

რაც შეეხება მთავარ მწვრთნელთა პრესკონფერენციების განრიგს, რომელიც „დინამო არენაზე“ გაიმართება: 19:00 საათზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელი უპასუხებს. 20:00 საათზე კი ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია ჩატარდება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთის რეალიზაცია 28 მარტს, 11 საათზე „დინამო არენას“ სალაროებში დაიწყება. ბილეთის ფასი კი 5 ლარს შეადგენს. საქართველო-ყაზახეთის მატჩი 29 მარტს, 21 საათზე, „დინამო არენაზე“ შედგება.
სფფ-ს პრესსამსახური