სიახლეები

ლიცენზირების აპელაციის ორგანოს გადაწყვეტილება

ლიცენზირება
გაუზიარე
სფფ-ის კლუბების ლიცენზირების აპელაციის ორგანომ ოთხი საფეხბურთო კლუბის აპელაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა. ქუთაისის „ტორპედოს“ (უეფას ლიცენზიასთან დაკავშირებით) და მარტვილის „მერანს“ (სანქცირებად კრიტერიუმებთან დაკავშირებით) დაუკმაყოფილდათ აპელაცია. თბილისის „ვიტ ჯორჯიასა“ და ცხინვალის „ლიახვის“ საჩივარი ეროვნული ჩემპიონატის ლიცენზიისთან დაკავშირებით ლიცენზირების აპელაციის ორგანომ არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა კლუბების ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება.აპელაციის ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულ იქნას, სფფ-ის წესდებით აღიარებულ ტრიბუნალში წერილობითი ფორმით ამ ორგანოსთვის პირდაპირი მიმართვის გზით არაუგვიანეს 20 მაისისა.

სფფ-ს პრესსამსახური