საქართველოს ნაკრები ესპანეთში 23 კაციანი შემადგენლობით იმყოფება. ესპანეთთან მატჩით ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპულ შეკრებას დაასრულებს. 6 ივნისს, თბილისის დროით 20:30 წუთზე, ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია გაიმართება. 21:00 საათიდან კი შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ქართველი ფეხბურთელები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს ჩაატარებენ.
ევროპის მოქმედი ჩემპიონისა და საქართველოს ნაკრების საფეხბურთო დაპირისპირება 7 ივნისს "ხეტაფეს" ალფონსო პერესის სტადიონზე თბილისი დროით 22:45 წუთზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სფფ-ის პრესსამსახური