გამარჯვებული გუნდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და უეფასა და ფიფას ქალთა ფეხბურთის კოორდინატორმა პრისცილა სალაზარ-იანსენსმა დააჯილდოვეს.
მთელი საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული გოგონათა 12 გუნდი 20 ივნისს კვარიათში გაემგზავრება, სადაც ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი გაიმართება.




სფფ-ის პრესსამსახური