ვაჟთა შორის ფინალური დაპირისპირება ტირძნისისა და დიცის საჯარო სკოლებს შორის გაიმართა. ტირძნისის გუნდმა მოწინააღმდეგე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ფინალურ შეხვედრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესწრებოდა. მან გუნდებს გამარჯვება მიულოცა და ტურნირის მონაწილეებს საჩუქრები გადასცა.
ტირძნისისა და შინდისის გუნდები კვარიათში გაემგზავრებიან, სადაც სხვა რეგიონების გამარჯვებულ თანატოლებთან ერთად ფინალურ შეხვედრაში ჩაერთვებიან. თასის მფლობელის ვინაობა სწორედ კვარიათში გაირკვევა.

სფფ-ის პრესსამსახური