სიახლეები

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება

სფფ
გაუზიარე

სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა 2016 წლის 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში მორიგი სხდომა გამართა და შემდეგი საკითხები განიხილა.

  1. მეორე ლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბების საწევრო დავალიანება;
  2. 2016 წლის 2 სექტემბერს გამართულიმაჭახელა“ - „მერცხალისმატჩში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა;
  3. 2016 წლის 3 სექტემბერს გამართული ხონისიმერეთისადა ხობისკოლხეთისმატჩისას მომხდარი ინციდენტი;
  4. 2016 წლის 3 სექტემბერსბორჯომისადავიტ ჯორჯიასმატჩისას დოკუმენტების გაყალბება;
  5. 2016 წლის 1 სექტემბერს ჩოხატაურისბახმაროსადა ჩხოროწყუსსამეგრელოსმატჩის შემდეგ მაყრებელთა არამართლზომიერი ქმედება;
  6. 2016 წლის 1 სექტემბერს ჩატარებულიოდიში 1919-2“-სა დაენგურისმატჩისას დაშვებული საორგანიზაციო გადაცდომები;

კომიტეტმა შეისწავლა რა წარმოდგენილი დოკუმენტები და მოუსმინა წარმოდგენილ მხარეებს, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:

1. ქვემოთჩამოთვლილ საფეხბურთო კლუბებს თბილისის ფეხბურთის ფედერაციის სასარგებლოდ 2016 წლის 1 ნოემბრამდე დაეკისრათ დავალიანების დაფარვა შემდეგი ოდენობით:

ცხინვალისლიახვი-2“ – 3000 ლარი

თბილისისიბერია 2010“ – 1400 ლარი

ყვარლისდურუჯი“ – 1400 ლარი

გურჯაანისალაზანი“ – 1400 ლარი

თბილისის „35 სკოლა“ – 1400 ლარი

დუშეთისარაგვი“ - 1400 ლარი

ახალქალაქისაბული“ - 1400 ლარი

თბილისისალგეთი XXI” - 11 600 ლარი (2012/13 და 2014-15 .. სეზონების დავალიანება).

2. ხელვაჩაურისმაჭახელასჩაეთვალა დამარცხება 0:3 ოზურგეთისმერცხალთან“ (მატჩი დამთავრდა 2:2), ვინაიდან დაარღვია მეორე ლიგის გათამაშების დებულების 5.13 მუხლი, ათამაშა რა უცხო ქვეყნის მოქალაქე კოტ 'ვუარელი ალენ ვიანე ლუიკ კოუაკო.

3. ხონისიმერეთისადა ხობისკოლხეთისმატჩის პირველი ნახევრის დამთავრებისთანავე ადგილი ჰქონდა იმერეთის მოთამაშის სერგეი კოსტიუკის მხრიდან კოლხეთის მთავარი მწვრთნელის გია გურულის სიტყვიერ შეურაცხყოფას. რასაც მოჰყვაკოლხეთისსათადარიგო მოთამაშის გიორგი გოგენიას მხრიდან კოსტიუკის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო გია გურულის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელისთვის, სერგეი კოსტიუკისთვის ყელში ხელის წაჭერა.

შესაბამისადიმერეთისმოთამაშე სერგეი კოსტიუკი, რომელმაც დაარღვია სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 99- მუხლის 1-ლი ნაწილი დაისაჯა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით და დაჯარიმდა 400 ლარით. ხობისკოლხეთისფეხბურთელი გიორგი გოგენია, რომელმაც დაარღვია სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98- მუხლის მე-11 ნაწილი, დაისაჯა 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 200 ლარით. ხოლოკოლხეთისმთავარი მწვრთნელი გია გურული, რომელმაც დაარღვია სფფ სადისციპლინო კოდექსის 98- მუხლის მე-9 ნაწილი, დისკვალიფიცირებულია მომდევნო 5 ოფიციალური შეხვედრის განმავლობაში და დაჯარიმდა 2000 ლარით.

4. „ბორჯომი“ - „ვიტ ჯორჯიასშეხვედრის მასპინძელმა დაარღვია დებულებით გათვალისწინებული მასპინძელი გუნდის ვალდებულებები, ვერ მოახერხა რა მატჩის ჩატარებისას შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა (სასწრაფო მანქანის გამოცხადება სტადიონზე) და ამასთანავე ყალბი მონაცემების (დოკუმენტების) გამოყენებით შეეცადა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟად გაესაღებინა სხვა დანიშნულების ავტომანქანა. შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 108- და 124- მუხლების საფუძველზებორჯომს“ 2016 წლის გათამაშების ცხრილში დააკლდა 3 ქულა და დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით.

5. ჩოხატაურისბახმაროსმხრიდან ადგილი ჰქონდა დებულებით დადგენილი პირობების დარღვევას, კერძოდ მასპინძელმა კლუბმა ვერ უზრუნველყო საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა და ამასთანავე ადგილი ჰქონდა მაყურებელების მიერ მიუღებელი ლექსიკის გამოყენებას. შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 105-, 113- და 55- მუხლების საფუძველზებახმაროსდაეკისრა ჯარიმის გადახდა 700 ლარის ოდენობით.

6. ზუგდიდისოდიში 1919-2“-მა განზრახ დაარღვია დებულებით დადგენილი პირობები, კერძოდ ვერ მოახერხა მატჩის ჩასატარებლად შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა. ამასთანავე ადგილი ჰქონდა მატჩის დაწყების შეფერხებას (სასწრაფო დახმარების მანქანის დაგვიანების გამო), რითაც დაარღვია დებულებით გათვალისწინებული მასპინძელი გუნდის ვალდებულებები. შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 108- მუხლის მეორე ნაწილის, 91- მუხლის პირველი ნაწილის და 55- მუხლის საფუძველზეოდიში 1919-2“- დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით და აეკრძალა რუხის ცენტრალურ სტადიონზე შემდეგი 3 ოფიციალური მატჩის ჩატარება.