ტურის ცენტრალურ მატჩს გორი უმასპინძლებს. „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ერთმანეთს ადგილობრივი „დილა“ და „სამტრედია“ დაუპირისპირდებიან. სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა ორი ქულაა. სამტრედიელებმა საწყის 4 ტურში 2 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ ითამაშეს და 8 ქულით მესამე პოზიციაზე არიან. გორელებმა კი, 4 მატჩიდან 2 მოიგეს, 2 დათმეს და 6 ქულით მე-5 ადგილზე არიან.
საინტერესო მატჩი გაიმართება თბილისშიც. „მიხეილ მესხზე“ თბილისურ დერბიში „ლოკომოტივი“ და „დინამო“ დაუპირისპირდებიან. ჩემპიონატი ორივე გუნდმა კარგად დაიწყო და მათ შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა. დინამოელები 8 ქულით მეორე ადგილზე არიან, ლოკომოტიველები კი, 7 ქულით მესამეზე.
მეექვსე ტურის დარჩენილ შეხვედრებში „ჩიხურა“ „გურიას“ უმასპინძლებს, ბათუმის „დინამო“ - ბოლნისის „სიონს“, „ტორპედო“-„ცხინვალს“. 18 სექტემბერს კი, საკუთარ მოედანზე „ზუგდიდი“ „საბურთალოს“ შეხვდება.

დილა - სამტრედია
გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 16:30
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. ვარამიშვილი, ლ. თოდრია, შ. ქუხილავა, ა. ნონიკაშვილი, ი. კვირიკაშვილი
დისკვალიფიკაცია: გიორგი ბეგაშვილი, ლევან ნონიკაშვილი (ორივე დილა)

ლოკომოტივი - დინამო თბ
თბილისი, "მიხეილ მესხი", 17:00
მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, დ. გაბისონია, ჯ. ხორავა

ჩიხურა - გურია
ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 16:30
მსაჯები: დ. სანოძე, დ. ჩიგოგიძე, ბ. ჭიჭინაძე, ბ. ნინუა

დინამო ბთ - სიონი
ქობულეთი, „ჩელე არენა“
მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ა. კოკაია, ა. აფციაური, გ. ვარდიძე

ტორპედო - ცხინვალი
ქუთაისი, „რამაზ შენგელია“
მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ზ. ფიფია, გ. ელიკაშვილი, გ. ყრუაშვილი
დისკვალიფიკაცია: ვახტანგ კვარაცხელია (ტორპედო)

ზუგდიდი - საბურთალო
ზემო ეწერი, ცენტრალური სტადიონი, 16:30
მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, მ. კუპატაძე, კ. სადილიანი, ი. ხერხაძე