სიახლეები

სფფ ევროსაბჭოს კონფერენციაზე

ლიცენზირება
გაუზიარე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურ მუშაობას განაგრძობს გარიგებული მატჩების აღსაკვეთად და გამოსავლენად. ამ მიზნით, სფფ მიწვეული იყო ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელიც 20-21 სექტემბერს სტრასბურგში ჩატარდა.
კონფერენციაში მონაწილეობდა სფფ-ის სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურის უფროსი ვახტანგ ბზიკაძე, რომელმაც კონფერენციის პარალელურად ინდივიდუალური შეხვედრები გამართა უეფას სადისციპლინო და სპორტული სამართლიანობის კომიტეტის თავმჯდომარესთან ემილიო გარსიასთან და უეფას პარტნიორი ორგანიზაციის, სპორტრადარის მმართველ დირექტორთან ანდრიას კრანიხთან.
ინდივიდუალურ შეხვედრაზე ვახტანგ ბზიკაძემ ემილიო გარსიასგან დამატებითი ინფორმაცია მიიღო 8 სექტემბერს გამართულ მარტვილის "მერანისა" და "რუსთავის" დაპირისპირებასთან დაკავშირებით და თავის მხრივ, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს მატჩის ამსახველი ვიდეო-მასალა გადასცა.
ევროსაბჭოს კონფერენცია ეცროპული კონვენციის რატიფიცირებისთვის მზადების სირთულეებს ეხებოდა. სპორტული შეჯიბრებებისას მანიპულირების წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციას 2014 წელს შვეიცარიის ქალაქ მაკოლინში მოეწერა ხელი და მასში 48 ქვეყანა, მათ შორის სამი არაევროპულია გაერთიანებული.

კონფერენციის მუშაობაში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიის და შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული.