სიახლეები

სფფ-ს ახალი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს [ვიდეო]

სფფ
გაუზიარე
14 მარტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით, აღმასკომმა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ვლადიმირ ვაისი დაამტკიცა. ამასთან ერთად გაირკვა, რომ სადისციპლინო დავების განმხილველ კომიტეტს დავით კიკალიშვილი უხელმძღვანელებს. ფეხბურთის ფედერაციას კი კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება. ნიკა ჯღარკავასთან და კახა ჭუმბურიძესთამ ერთად, აკაკი ალადაშვილი იმუშავებს. აღმასრულებელი კომიტეტის წევრი სფფ-ს იურიდიულ მიმართულებას უხელმძღვანელებს.





სფფ-ს პრესსამსახური