სიახლეები

U17 | ტაჯიკეთი 2:1 საქართველო

ნაკრები U17
გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა. გიორგი ჩიტაური გუნდი ტაჯიკეთის 17-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით - 1:2 დამარცხდა. ანგარიში ჩვენმა გუნდმა გუნდმა მე-14 წუთზე დუნდუას გოლით გახსნა, მაგრამ 17-წლამდელებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და დამარცხდნენ. საბოლოო ჯამში, მოპოვებული 4 ქულით საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა 'ბ' ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

ტაჯიკეთი 2:1 საქართველო

საქართველო: ხარატიშვილი, ზოსიაშვილი (72' ონიანი), ხვადაგიანი, დუნდუა (41' გ. მამაგეიშვილი), უბილავა (41' გვიშიანი), ტატიშვილი (41' გაგნიძე), აბჟანდაძე (41' აბუაშვილი), იობაშვილი, სალუქვაძე, უგრეხელიძე (62' ო. მამაგეიშვილი), თუთაშვილი (41' ჩხეტიანი)

სათადარიგო შემადგენლობა: ასათიანი, ავალიანი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური

გოლები: 0:1 დუნდუა (14), 1:1 ალიჯონი (36), 1:2 აზიზოვი (77)

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობას აგრძელებს და 25 იანვარს ჩვენი გუნდი 5-6 ადგილებისთვის შეხვედრაში ფინეთი 17-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება.