სიახლეები

სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში 2022 - რეგისტრაცია დაიწყო!

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.

პროგრამის მთავარი მიზანია ფეხბურთში მომუშავე პასუხისმგებელი პირებისთვის თანამედროვე მენეჯმენტის უნარების განვითარება.

პროგრამა განკუთვნილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციაში შემავალი სუბიექტების წარმომადგენლებისთვის.

პროგრამა 6 მოდულისგან შედგება:

მსოფლიო ფეხბურთის მოწყობა (03-05.05.2022)

  • ფეხბურთი - თამაში და სპორტის სახეობა
  • მსოფლიო ფეხბურთის პირამიდა და ევროპული ფეხბურთის ღირებულებები
  • ეროვნული ფედერაციების შიდა პირამიდული სტრუქტურა
  • მარეგულირებელი დოკუმენტები
  • ფეხბურთი, როგორც სიცოხლისუნარიანი მდგრადი ბიზნესი

სტრატეგიული მართვა (22-24.05.2022)

  • სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
  • ბიზნეს მოდელი და ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიობის უზრუნველყოფა
  • ეფექტიანობისა და ეფექტურობის გაუმჯობესება

მარკეტინგი და სპონსორობა (22-24.06.2022)

  • მოტივაციის კონცეფცია
  • წახალისება/ბონუსები/პრემიები
  • ორგანიზაციული სტრუქტურა
  • ძირითადი ფინანსური დოკუმენტები, ფინანსური მაჩვენებლები და ფინანსური ოპერაციები
  • სერვისების შემუშავება და ორგანიზება

ოპერაციული მართვა (29-30.06.2020)

  • დაინტერესებული მხარეების ღირებულებები და ინტერესები (სპონსორები, მომხმარებლები, სპორტსმენები)
  • ბრენდინგი
  • ორგანიზაციის პრომოუშენი

მედია და საზოგადობასთან ურთიერთობა (20-22.07.2022)

  • საკომუნიკაციო არხები
  • აქტივობების პიარი და გავლენა სტრატეგიულ პიარზე
  • კრიზისული სიტუაციების მართვა
  • რეპუტაციის მართვა

ღონისძიებების მართვა (20-22.07.2022)

  • ღონისძიების მენეჯმენტი
  • სტადიონების ინფრასტრუქტურა და მისი მოვლა
  • უსაფრთხოების ნორმები და წესრიგის დაცვა

ფინალური გამოცდები 2022 წლის 15-16 სექტემბერს ჩატარდება, ხოლო დაჯილდოების ცერემონიალი 17 სექტემბერს გაიმართება. 

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ სპეციალური კითხვარი. რეგისტრაცია შესაძლებელია 2022 წლის 28 თებერვლამდე.  

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში - პროგრამის აღწერა

სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში 2022 - ნდობის წერილის ნიმუში