სიახლეები

ფიფას ფეხბურთის აგენტის ლიცენზიის მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

სფფ
გაუზიარე

დაინტერესებულ მხარეებთან მრავალწლიანი ინტენსიური კონსულტაციების შემდეგ,  2022 წლის 16 დეკემბერს ფიფამ დაამტკიცა ფეხბურთის აგენტების დებულებები, რომელიც ძალაში 2023 წლის 9 იანვრიდან შევიდა.

ახალი დებულებების თანახმად, ინერგება მომსახურების სტანდარტები ფეხბურთის აგენტებისა და მათი კლიენტებისთვის, რომელიც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მოიცავს ფეხბურთის აგენტების სავალდებულო ლიცენზირების სისტემას და ადგენს ფიფას ფეხბურთის აგენტისთვის გადასახდელი თანხის ზედა ზღვარს. ასევე, ინტერესთა კონფლიქტის გამოსარიცხად, ფეხბურთის აგენტებს აეკრძალებათ მრავალმხრივი წარმომადგენლობა. ყოველივე ეს ემსახურება საკონტრაქტო მდგრადობის გაძლიერებასა და ტრანსფერების სისტემის მთლიანობის დაცვას. ფეხბურთის აგენტების ლიცენზირების სისტემა გაზრდის ფინანსურ გამჭვირვალობას ამ სფეროში.

9 იანვრიდან უკვე ამოქმედდა ფეხბურთის აგენტის ლიცენზიის მიღებისთვის საჭირო პროცესები და გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან მხოლოდ ლიცენზირებულ ფეხბურთის აგენტებს ექნებათ საქმიანობის განხორციელების უფლება და სავალდებულო იქნება ფიფას დებულებების მოთხოვნების სრულად დაცვა (აგენტებისთვის გადასახდელი თანხის ზედა ზღვარი, და სხვ.).

აქედან გამომდინარე, სფფ-მ დაიწყო ლიცენზირების პროცესს ფეხბურთის აგენტებისთვის. კერძოდ, სფფ-ში შეიქმნა ფეხბურთის აგენტების ლიცენზირების განყოფილება, რომელიც მართავს ფეხბურთის აგენტების დებულებების განხორციელების პროცესს. კერძოდ, ჩაატარებს გამოცდებს ფიფას ფეხბურთის აგენტობის კანდიდატებისთვის.

ფიფას ფეხბურთის აგენტის პირველ გამოცდაში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაციის საბოლოო ვადაა 2023 წლის 15 მარტი. ფიფას ფეხბურთის აგენტის ლიცენზიის მისაღებ გამოცდაზე რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.