სიახლეები

უეფას B ლიცენზიის კურსი განსაკუთრებული სტაჟის მქონე ფეხბურთელებისთვის დასრულდა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 8-10 მაისს, უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის დასკვნითი, მეოთხე მოდული გაიმართა. 

აღნიშნული სასწავლო კურსი საქართველოში პირველად იმართება და განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე ფეხბურთელებისთვისაა, რომლებსაც C ლიცენზიის გარეშე ეძლევათ B ლიცენზიის მიღების საშუალება. შესაბამისად მონაწილეები უეფას მწვრთნელთა კონვენციით დადგენილი სპეციალური წესით შეირჩნენ. კერძოდ, სწავლებაზე ის ფეხბურთელები დაიშვნენ, რომლებმაც შესაბამისი კრიტერიუმები დააკმაყოფილეს, მათ შორის ჩატარებული აქვთ 200-ზე მეტი თამაში ეროვნულ ლიგაში.

მოდულის ფარგლებში, კურსის მსმენელებმა შემდეგი თემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია: ძალა, პოზიტიური გადასვლა, ნეგატიური გადასვლა და მიიღეს მონაწილეობა პრაქტიკულ სესიებში. 

B ლიცენზიის აღნიშნული კურსი უეფას მწვრთნელთა კონვენციის შესაბამისად და უეფას ტექნიკური განვითარების განყოფილებასთან წინასწარი შეთანხმებით ჩატარდა. შედგებოდა ოთხი 4-დღიანი მოდულისგან და მოიცავდა, როგორც C ლიცენზიის კურსის, ისე B ლიცენზიის კურსის პროგრამას. 

გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსის მსმენელბი უეფას B ლიცენზიას დაეუფლებიან.