უეფას კაცთა და ქალთა საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის სფფ-ის კლუბების ლიცენზირების დებულებების თანახმად, უეფას 2026/2027წწ. ლიცენზირების პროცესში მონაწილეობდენენ 2025წ. ეროვნული ლიგის კლუბები და 2025წ. ქალთა ეროვნული ლიგის ტოპ-4 კლუბი/გუნდი.
უეფას ლიცენზირების პროცესი გასული წლის დეკემბერში, 2025 წლის ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყო, რაც მოიცავდა კლუბებთან შეხვედრებს და ინტენსიურ კონსულტაციებს, ხოლო 2026 წლის 1 მაისს ჩატარდა სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტის სხდომა, რომელზეც კლუბებისა და ლიცენზირების ექსპერტების თანდასწრებით განხილულ იქნა სალიცენზიო განაცხადები და მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები, კერძოდ:
უეფას 2026/2027წწ. კაცთა საკლუბო ლიცენზია მიიღო 6-მა კლუბმა:
-
-
- *ფ.კ. „იბერია 1999“ (თბილისი)
- *ფ.კ. „დილა“ (გორი)
- *ფ.კ. „ტორპედო“ (ქუთაისი)
- *ფ.კ. „დინამო თბილისი“
- ფ.კ. „გაგრა“
- ფ.კ. „დინამო“ (ბათუმი)
-
ხოლო უეფას 2026/2027წწ. კაცთა საკლუბო ლიცენზიაზე უარი ეთქვა 4 კლუბს:
-
-
- ფ.კ. „სამგურალი“ (წყალტუბო)
- ფ.კ. „თელავი“
- ფ.კ. „გარეჯი“ (საგარეჯო)
- ფ.კ. „კოლხეთი 1913“ (ფოთი)
-
ასევე უეფას 2026/2027წწ. ქალთა საკლუბო ლიცენზია მიიღო 2-მა კლუბმა:
-
-
- *ქ.ფ.კ. „ნიკე“ (თბილისი)
- ქ.ფ.კ. „ლანჩხუთი“
-
ხოლო უარი ეთქვა 2 კლუბს/გუნდს:
-
-
- ფ.კ. „კვარტალი“ (თბილისი) - ქალთა გუნდი
- ქ.ფ.კ. „ელიტა“ (თბილისი)
-
* სიმბოლოთი აღნიშნულია ის ხუთი კლუბი, რომლებმაც 2025წ. ეროვნული ჩემპიონატის სპორტული შედეგებით მოიპოვეს 2026/2027წწ. ევროტურნირებში მონაწილეობის უფლება., თუმცა უეფას საკლუბო ლიცენზიის მიღება (რომელსაც გასცემს სფფ) აუცილებელი პირობაა უეფას საკლუბო ტურნირებზე დასაშვებად. მისასალმებელია, რომ ხუთივე კლუბმა წარმატებით გაიარა უეფას ლიცენზირების პროცესი!