სიახლეები

ქართველი მსაჯები ევროპის ლიგის მატჩს განსჯიან

მსაჯები
გაუზიარე

უეფას ევროპა ლიგის პირველ ტურში ბელგიური „როიალ უნიონი“ ესპანურ „რეალ სოსიედადს“ უმასპინძლებს.

უეფას გადაწყვეტილებით, შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მატჩის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მთავარი არბიტრის ასისტენტები დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციას ბაქარ ბრეგაძე შეასრულებს, ვიდეორეფერის ასისტენტი კი ალეკო აფციაური იქნება.

შეხვედრა 15 ოქტომბერს, ბელგიის ქალაქ ლევენში გაიმართება და თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.