სიახლეები

ამხანაგური მატჩი საქართველო 3:1 ესტონეთი

გაუზიარე

გუშინ საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ესტონელ თანატოლებს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და 3:1 სძლია.



თამაში მასპინძელთა უპირტესობით წარიმართა. ქართველი ფეხბურთელების წარმატება ბარსელონაში მოთამაშე გიორგი ჭანტურიას დასმახურებაა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.



ესტონელმა ახალგაზრდებმა ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე გაიტანეს. მისი ავტორი პიკორი გახდა.



შემდეგი შეხვედრა საქართველოს და ესტონეთის 17 წლამდელთა ნაკრებებს შორის ხვალ 28 ივლისს, 18 საათზე ლოკომოტივის სტადიონზე შედგება.



ამხანაგური მატჩი. 26 ივლისი, 2009. საქართველო, თბილისი, მიხეილ მესხის სტადიონი. 700.

საქართველო 3:1 ესტონეთი

გოლები: 1:0, 2:0 ჭანტურია (11, 24); 2:1 პიკორი (44); ჭანტურია (78)

საქართველო: ლეგიაშვილი; მაჭავარიანი; გაგნიძე; დილიძე; ტვილდიანი; არველაძე (პარუნაშვილი 44); ხუბუა, ყაზაიშვილი, ხოჭოლავა (ხარლამოვი 52); კოშაძე (სხირტლაზე 78); ჭანტურია

მწვრთნელი: გ. დევდარიანი

არბიტრი: ო. ხეცაძე