სიახლეები

ამხანაგური მატჩი ლუქსემბურგი 0:2 საქართველო

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც მარტის მიწურულს ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში იასპარეზებს, გუშინ ლუქსემბურგში მასპინძელთა 17-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 2:0 გაიმარჯვა.



გელა შეყილაძის გუნდმა ორივე გოლი მეორე ნახევარში გაიტანა: 47-ე წუთზე გიორგი ჭანტურიამ გიორგი ჩელებაძის პასით გახსნა ანგარიში - 0:1, 78-ე წუთზე კი ირაკლი შეყილაძემ, გიორგი კუხიანიძის ზუსტი გადაცემის შემდეგ, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2. თამაშის დასაწყისში, მე-3 წუთზე, იმავე შეყილაძემ პირველი გოლი გაიტანა, თუმცა ადგილობრივმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.



საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებისთვის გუშინდელი პაექრობა წლეულს მე-7 საერთაშორისო ამხანაგური მატჩი იყო: იანვარ-თებერვალში ჩვენმა გუნდმა ორ-ორჯერ ითამაშა სლოვენიის, ხორვატიის და აზერბაიჯანის 17-წლამდელთა ნაკრებებთან.



დღეს ჩვენი გუნდი ავსტრიაში გადაინაცვლებს და ელიტ-რაუნდის დაწყებამდე იქ მოემზადება. 20 მარტს ქართველი ჭაბუკები ელიტ-რაუნდში შოტლანდიას გაეჯიბრებიან, 22 მარტს ტურნირის მასპინძელ მასპინძელ ავსტრიის ნაკრებს, 25 მარტს კი იტალიელებს.



11 მარტი, 2009. ამხანაგური მატჩი. ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი, ”მონტერ ქეიჯი”. 100

ლუქსემბურგი 0:2 საქართველო

გოლები: 0:1 გ.ჭანტურია (47), 0:2 ი.შეყილაძე (78)

საქართველო: კ.მეშველიანი (გ.აზნიაშვილი 75), ც.ხარაბაძე, ბ.მირცხულავა (ნ.აფაქიძე 69), ა.ბრაჭული, ნ.კვეკვესკირი, ლ.ელიზბარაშვილი, გ.კუხიანიძე, გ.ჩელებაძე (მ.კობახიძე 55), ლ.საბაძე, ბ.დეკანოიძე (გ.ჭანტურია 41), ი.შეყილაძე

მწვრთნელი: გელა შეყილაძე