სიახლეები

ამხანაგური მატჩი აზერბაიჯანი 0:0 საქართველო

გაუზიარე

დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში მასპინძელთა 17-წლამდელთა ნაკრებთან მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ისევე როგორც პირველი დაპირისპირება, ეს თამაშიც ფრედ 0:0 დასრულდა.



გელა შეყილაძის გუნდმა აზერბაიჯანელთა წინააღმდეგ ამ შემადგენლობით იასპარეზა: კ.მეშველიანი, ც.ხარაბაძე, ა.ბრაჭული (ნ.აფაქიძე 41), მ.კობახიძე, ნ.კვეკვესკირი, ლ.ელიზბარაშვილი (ა.სირბილაძე 77), ნ.ძალამიძე (მ.ლორია 70), გ.კუხიანიძე, კ.გაბაშვილი (გ.ილურიძე 61), ლ.საბაძე, ბ.დეკანოიძე (ნ.ჯიშკარიანი 70)



თამაში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების უპირატესობით წარიმართა. გელა შეყილაძის გუნდმა რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა: მე-10 წუთზე დეკანოიძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ბოლო მომენტში დარტყმა გაუცუდდა; ტაიმის შუაში გაბაშვილს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი კარს ააცილა; თავისი შანსი ვერ გამოიყენა ძალამიძემაც; მეორე ნახევარში კვლავ გაბაშვილმა (მასზე მთავარმა მსაჯმა არარსებული თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა) და ჯიშკარიანმა ვერ შეძლეს ანგარიშის გახსნა...



საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 9 მარტს ლუქსემბურგში გაემგზავრება, სადაც მასპინძლებს გაეჯიბრება, 12 მარტს კი ავსტრიაში გადაინაცვლებს და ექვსდღიან შეკრებას გაივლის, შემდეგ კი ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდშიც ჩაებმება.