სიახლეები

ამხანაგური მატჩი აზერბაიჯანი 0:0 საქართველო

გაუზიარე

დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში მასპინძელთა 17-წლამდელთა ნაკრებთან პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. თამაში ფრედ 0:0 დასრულდა.



გელა შეყილაძის გუნდმა აზერბაიჯანელთა წინააღმდეგ ამ შემადგენლობით იასპარეზა:

გ.აზნიაშვილი, გ.კვანტალიანი (ც.ხარაბაძე 78), ა.ბრაჭული, მ.კობახიძე (ლ.ელიზბარაშვილი 70), დ.კუბლაშვილი, ნ.აფაქიძე (ნ.კვეკვესკირი 65), მ.ლორია, ნ.ჯიშკარიანი, კ.გაბაშვილი, ბ.დეკანოიძე (ნ.ძალამიძე 65), გ.ილურიძე (ა.სირბილაძე 41).



ადგილობრივმა მსაჯმა ძალიან ტენდენციურად იმსაჯა: 25-ე წუთისთვის ორჯერ უჩვენა ყვითელი ბარათი კონსტანტინე გაბაშვილს და მინდვრიდან გააძევა, თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი, შეცვლაზე შესული ლევან ელიზბარაშვილი მეორედ გააფრთხილა და გააძევა. გელა შეყილაძის გუნდმა მატჩი 9 ფეხბურთელით დაასრულა.



72-ე წუთზე ელიზბარაშვილის პასით სირბილაძემ ანგარიში გახსნა, თუმცა მსაჯმა გოლი არ ჩათვალა - თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მატჩის მიწურულს აზერბაიჯანელმა ფეხბურთელებმა ორი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა შანსის გამოყენება ვერ შეძლეს.



საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მეტოქეს 28 თებერვალს კვლავ სუმგაითში გაეჯიბრება.