სიახლეები

საქართველოს ნაკრები საწვრთნელი შეკრება ტექნიკურ

გაუზიარე

19 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, რომელიც მარტში ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში იასპარეზებს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ”ბასა”-ში საწვრთნელ შეკრებას გაივლის.



17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის გელა შეყილაძის განცხადებით, საწვრთნელ შეკრებაზე 21 ფეხბურთელია გამოძახებული. საწყისი ერთი კვირის მანძილზე მოთამაშეებს დღეში სამი ვარჯიში ჩაუტარდებათ, შემდეგ კი დღეში ორჯერ ივარჯიშებენ.



გელა შეყილაძის გუნდი თებერვლის დასაწყისში სლოვენიასა და ხორვატიაში ოთხ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს: 3 და 5 თებერვალს სლოვენიის 17-წლამდელთა ნაკრებს ორჯერ გაეჯიბრება, 8 და 10 თებერვალს კი ასევე ორჯერ შეხვდება ხორვატიის 17-წლამდელთა გუნდს.



საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები არიან მიწვეულნი:



მეკარეები: გიორგი აზნიაშვილი (თბილისის ”ნორჩი დინამო”), დავით ლეგაშვილი (თბილისის ”ნორჩი დინამო”), კახა მეშველიანი (ქუთაისის ”ტორპედო”)

მცველები: გოგა ლომაშვილი (რუსთავის ”ოლიმპი”), მამუკა კობახიძე (თბილისის ”საბურთალო”), ნიკა კვეკვესკირი (ზუგდიდის ”ბაია”), ავთანდილ ბრაჭული (დუშეთის ”არაგვი”), ნიკა აფაქიძე (ზუგდიდის ”ბაია”), ცოტნე ხარაბაძე (ქუთაისის ”ტორპედო”), მალხაზ მაჭუტაძე (თბილისის ”ოლიმპიკი”), დავით კუბლაშვილი (თბილისის ”ოლიმპიკი”)

ნახევარმცველები: ლევან ელიზბარაშვილი (თბილისის ”ნორჩი დინამო”), გიორგი კუხიანიძე (ქუთაისის ”ტორპედო”), ნიკა ძალამიძე (ზუგდიდის ”ბაია”), გიორგი ჩელებაძე (ბათუმის ”დინამო”), მამუკა ლორია (ფოთის ”კოლხეთი”), თამაზ აკობია (ზუგდიდის ”მგლები”), აკაკი სირბილაძე (გორის ”დილა”)

თავდამსხმელები: ლაშა ჩაფიძე (თბილისის ”ნორჩი დინამო”), ბესიკ დეკანოიძე (საჩხერეს ”ჩიხურა”), დათი ხოჭოლავა (”საბურთალო”)