სიახლეები

ოთხთა ტურნირი ბულგარეთში საქართველო 1:0 ზიმბაბვე

გაუზიარე

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ სლივენში ოთხთა საერთაშორისო ტურნირი მოგებით დაასრულა. 21 წლამდე ნაკრები მესამე შეხვედრაში ზიმბაბველ თანატოლებს დაუპირისპირდა და 1:0 სძლია.



მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ილია პავლიაშვილმა და ბესიკ ჩიმაკაძემ ორჯერ ვერ გამოიყენეს რეალური საგოლე მომენტი. მე-60 წუთზე ნიკოლოზ მაისურაძემ თამაშის ერთად-ერთი გოლი გაიტანა.



ქართველ ფეხბურთელებს ანგარიშის გაზრდა თამაშს მიწურულს კიდევ შეეძლოთ, მაგრამ გიორგი ჭედიამ შანსი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ საართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა.



ბულგარეთის ოთხთა ტურნირი. 26 ივლისი, 2009. სლივენი, ბულგარეთი.

საქართველო 1:0 ზიმბაბვე

გოლები: 1:0 მაისურაძე (60)

საქართველო: თევდორაძე; გამრეკლიძე; ხატიაშვილი; თოთაძე; კილაძე; შონია; თარხნიშვილი; მაისურაძე; პავლიაშვილი; ბოლქვაძე (გოგიტიძე 55/იოსელიანი 85); ჩიმაკაძე (ჭედია 52)

მწვრთნელი: ოთარ გაბელია